Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რატომ არ გააშუქა „მოამბემ“ მუშების დაღუპვის გამო გამართული აქცია - საზმაუს განმარტება

15 თებერვალი, 2018 12:02

„აუდიტორია 115-ის“ განცხადებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში დაღუპული მუშების გამო გამართული აქცია არ გააშუქა, რაც „აუდიტორია115-ის“ შეფასებით, აჩენს ეჭვს, რომ გადაწყვეტილება გამოწვეულია მათი წარსული ქმედებებით, როდესაც ტელევიზიის დაცვა ხელისუფლების გავლენისგან სცადეს.

იმის გასარკვევად, თუ რა მიზეზით ვერ მოხვდა საპროტესტო აქცია მაუწყებლის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში, „ლიბერალი“ საზოგადოებრივი მაუწყებლის  ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორს, გიორგი გვიმრაძეს დაუკავშირდა. მისი განმარტებით, იგი შვებულებაშია და უშუალოდ არ მიუღია მონაწილეობა გუშინდელი „მოამბის“ დაგეგმვაში. „მე ვიყავი შვებულებაში და ეს გადაწყვეტილება კონკრეტულმა პასუხისმგებელმა ადამიანებმა მიიღეს“, - განაცხადა მან.

„ლიბერალი“ დაუკავშირდა ეკა შონიას, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სუპერდესკის წევრი და დაგეგმვის რედაქტორია.

მისი განმარტებით, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გაშუქების გამო „მოამბის“ რეჟიმი შეცვლილია. მისი თქმით, მაგალითად გუშინ „მოამბე 6 საათზე“ ეთერში არ გასულა, „მოამბე 9 საათზე“ კი მხოლოდ ძალიან მნიშვნელოვან ამბებს აშუქებს.

„მოამბეში 9 საათზე“ გადის ძალიან მნიშვნელოვანი ამბები, რადგან ოლიმპიადის გამო, დღის განმავლობაში „მოამბის“ ყველა გამოშვება ვერ ხვდება ეთერში. გუშინდელ აქციას აშუქებდა „მოამბის“ ორი გუნდი. ისინი გვიან დაბრუნდნენ. ამიტომ მოხდა ასე. თუ დააკვირდებით, აუდიტორიის აქტივობებს სულ ვაშუქებთ“, - განუცხადა „ლიბერალს“ ეკა შონიამ.

გუშინ „აუდიტორია 115-მა“ საპროტესტო აქცია-მსვლელობა გამართა, რომელიც შრომით უსაფრთხოებასა და უფლებებს შეეხებოდა. მსვლელობა საღამოს 7 საათზე თსუ-ის პირველი კორპუსიდან დაიწყო და პარლამენტის შენობასთან დასრულდა. 

„1209" - სამუშაო ადგილზე მუშების დაღუპვის გამო საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტის წინ პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მცირე შეხლა-შემოხლა მოხდა

პარლამენტის წინ გარდაცვილილი მუშების ამსახველი ფუგურები დააწყვეს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^