Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ამერიკის საჰაერო იერიშს სირიაში დაქირავებული რუსი მებრძოლები ემსხვერპლნენ

15 თებერვალი, 2018 15:29

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საჰაერო იერიში მიიტანა ასადის სამთავრობო ჯარსა და რუს მეომრებზე, რასაც 100-ზე მეტი სამხედრო ემსხვერპლა, ასეულობით კი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. ამერიკამ ასე უპასუხა ასადის ჯარისა და დაქირავებული რუსი მებრძოლების თავდასხმას ქურთებზე.

სირიის აღმოსავლეთ რეგიონში, სადაც სირიის სამთავრობო ჯარებსა და აშშ-ის მხარდაჭერილ ქურთებს უშუალო კონტაქტი აქვთ, მოულოდნელად ასადის სამხედრო დანაყოფები რუს სამხედროებთან, არტილერიასთან, მათ შორის სარაკეტო კომპლექსებთან ერთად თავს დაესხნენ ქურთ მებრძოლებს და მათთან ერთად მყოფ ამერიკელ ჯარისკაცებს. აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, ამ თავდასხმას ამერიკელ ჯარისკაცებს შორის მსხვერპლი არ მოჰყოლია. თავდაცვის მიზნით, მათ ამერიკული ავიაციით მიაყენეს დარტყმა იმ სამხედრო დანაყოფებს, ვინც ქურთ და ამერიკელ ჯარისკაცებზე მიიტანა იერიში.

დახოცილი რუსი სამხედროები სამშობლოში კერძო კომპანია „ვაგნერის“ კონტრაქტორი პირები იყვნენ. ისინი სირიაში ასადის ჯართან ერთად იბრძვიან. დაღუპულეპს შორის აღმოჩნდა ვლადიმერ ლოგინოვი, რომელიც ულტრანაციონალისტ კაზაკთა ჯგუფის წევრი იყო და მანამდე აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარეს იბრძოდა.

ბალტიის კაზაკთა ოლქის მიერ გავრცელებული განცხადებით ლოგინოვი სირიაში „უთანასწორო ბრძოლისას“ მოკლეს. „ის გმირულად იცავდა მამულს, როცა შეშლილმა ბარბაროსებმა მიაგნეს“ - წერია ოლქის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამერიკის თავდაცვის მდივნის ჯეიმს მატისის განცხადებით, მათ რუსმა კოლეგებმა უთხრეს, რომ იმ ადგილას რუსი ჯარისკაცები არ იყვნენ. მატისი დასძენს, რომ იქ არც რუსებს და არც ასადის ჯარისკაცებს არაფერი ესაქმებოდათ და ვერ წარმოუდგენია, საერთოდ, რატომ გადაწყვიტეს მათ ქურთ და ამერიკელ ჯარისკაცებზე თავდასხმა.

წყარო: CNN

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^