Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საგამოძიებო სამსახური: „წითელ ცხვირებზე“ სინჯიკაშვილის განცხადებაში დანაშაულის ნიშნები არ იყო

15 თებერვალი, 2018 18:07

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, „წითელი ცხვირების“ საქმეზე გამოძიება არ დაწყებულა და განცხადება უკვე ჩამოწერილია.

საუბარია აკა სინჯიკაშვილის განცხადებაზე, რომლითაც ის თეონა ბაღდავაძეს კამპანიის ფარგლებში შემოსული თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებს. პრესსამსახურის განცხადებით, საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ აღმოჩნდა. 

„როცა ჩვენთან განცხადება შემოდის, ჯერ შევისწავლით დეტალებს - არის თუ არა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, ჩვენი ქვემდებარე მუხლებია თუ არა და შემდეგ ვიღებთ გაადწყვეტილებას. ან ვიწყებთ გამოძიებას, ან სხვასთან ვამისამართებთ საქმეს, ან ვწყვეტთ საქმეზე მუშაობას. ამ შემთხვევაში შევისწავლეთ აკა სინჯიკაშვილის განცხადება და რადგან მასში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა, საქმეზე გამოძიება არ დაწყებულა, ეგრევე ჩამოიწერა ეს განცხადება“,- ამის შესახებ „ლიბერალს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს.

გასული წლის ზაფხულში აკა სინჯიკაშვილმა „წითელი ცხვირების“ საქველმოქმედო კამპანიის ორგანიზატორი თეონა ბაღდავაძე კამპანიის ფარგლებში შემოსული თანხების მითვისებაში დაადანაშაულა.

წითელი ცხვირების გაყიდვის მიზანი თავშესაფრის აშენება და ლეიკემიით დაავადებულთა მკურნალობა იყო. სინჯიკაშვილის თქმით, თეონა ბაღდავაძემ მას უთხრა, რომ 75000 ლარი შეგროვდა(გაიყიდა 15000 ცხვირი). თუმცა სინჯიკაშვილისთვის ეს თანხა მოსალოდნელზე ცნაკლები აღმოჩნდა, რადგან მისი თქმით, მთელ საქართველოს წითელი ცხვირი ეკეთა, ამასთან, ცხვირების გარდა მაისურებიც იყიდებოდა და კომპანიები სასპონსორო თანხებსაც იხდიდნენ. 

„ეჭვი გამიჩნდა რომ თეონა ბაღდავაძემ ბევრი ფული მოგვპარა მთლიანად ქვეყანას, ჩემი აზრით მინიმუმ 35000 ლარი. დავადექი დღეს და ვუთხარი რომ ამ მოპარულ ფულს თუ არ დააბრუნებდა, გავაკეთებდი განცხადებას და საქმეს გადავცემდი საგამოძიებო ჯგუფს. თუ დააბრუნებდა, კაცურად არაფერს ვიტყოდი და სათქმელიც აღარაფერი იქნებოდა, ბოლო-ბოლო იქნებ, მართლა გამორჩა სადმე ეს ფული“,- წერდა სოციალურ ქსელში აკა სინჯიკაშვილი. 

თეონა ბაღდავაძე კი აკა სინჯიკაშვილს ცილისწამებაში ადანაშაულებს და სასამართლოში საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩივის. 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სინჯიკაშვილის განცხადება ჩამოწერა, პირველად გამოცემა „ნეტგაზეთმა“ გაავრცელა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^