Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აკა სინჯიკაშვილი საგამოძიებო სამსახურის განცხადებაზე: ყველაფერს სასამართლო დაადგენს

15 თებერვალი, 2018 22:38

აკა სინჯიკაშვილი Facebook-ზე გამოეხმაურა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, სადაც განაცხადეს, რომ „წითელი ცხვირების“ საქმეზე დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო, გამოძიება არ დაუწყიათ. სინჯიკაშვილის თქმით, ფინანსური პოლიციის ამ პოზიციის მიუხედავად, ის თეონა ბაღდავაძესთან სასამართლოშიც დავობს და სიმართლეს იქ დაადგენენ.

როგორც სინჯიკაშვილი წერს, სამხილებს, რომ საქველმოქმედო მიზნებისთვის გამიზნული თანხა მიითვისა თეონა ბაღდავაძემ, სწორედ სასამართლოში წარადგენს.

„ასეთი ამბავია წითელი ცხვირების საქმეზე - ფინანსურმა პოლიციამ 8 თვიანი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა არ გამოიძიოს ეს საქმე. სამაგიეროდ სხვებმა გამოიძიეს და გაჩვენებთ რა უბედურება ხდება საერთოდ. არაფერი არ გარკვეულა ჯერ, ყველაფერს სასამართლო დაადგენს, რომლის თარიღსაც გამოაცხადებენ და გეტყვით. მოდით და ისეთ ამბებს გაჩვენებთ, რომ ვერც წარმოიდგენთ. ვერცერთ სამხილს ვერ დავდებ სასამართლომდე, რაც გავამხილე ისიც არ უნდა მეთქვა. მანამდე კი კიდევ ერთხელ ავიტან ლანძღვა-გინებას, ასე მონდომებით რომ შეუდგა ადამიანების ჯგუფი. სასამართლოს შემდეგ, აქ დავდებ ყველაფერს. აქ ჩემს პირად ამბავზე არ ხდება არაფერი, ამ ფულიდან ერთი ლარი არ არის ჩემი, ეს ხალხის მოგროვილი ფულია, ობლებისთვის და უსახლკაროებისთვის მოგროვილი. ზუსტად ამიტომ არ შევარჩენ არავის არაფერს, ერთ ლარს ვერ დახარჯავს უმიზნოდ ვერავინ. როგორც დაგპირდით, შეგროვილი ფულით, სოციალურად დაუცველებისთვის შენობა აშენდება და ეს აუცილებლად ასე იქნება. ადამიანი არის ის, რასაც აკეთებს და არა ის, რასაც ამბობს. ჰოდა გამოჩნდება სულ მალე, ვინ ამბობს და ვინ აკეთებს.“ - წერს სინჯიკაშვილი.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დღეს დაადასტურა, რომ „წითელი ცხვირების“ საქმეზე გამოძიება არ დაწყებულა და განცხადება უკვე ჩამოწერილია. „შევისწავლეთ აკა სინჯიკაშვილის განცხადება და რადგან მასში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა, საქმეზე გამოძიება არ დაწყებულა, ეგრევე ჩამოიწერა ეს განცხადება“, - უთხრეს „ლიბერალს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

გასული წლის ზაფხულში აკა სინჯიკაშვილმა „წითელი ცხვირების“ საქველმოქმედო კამპანიის ორგანიზატორი თეონა ბაღდავაძე კამპანიის ფარგლებში შემოსული თანხების მითვისებაში დაადანაშაულა.

წითელი ცხვირების გაყიდვის მიზანი თავშესაფრის აშენება და ლეიკემიით დაავადებულთა მკურნალობა იყო. სინჯიკაშვილის თქმით, თეონა ბაღდავაძემ მას უთხრა, რომ 75000 ლარი შეგროვდა(გაიყიდა 15000 ცხვირი). თუმცა სინჯიკაშვილისთვის ეს თანხა მოსალოდნელზე ცნაკლები აღმოჩნდა, რადგან მისი თქმით, მთელ საქართველოს წითელი ცხვირი ეკეთა, ამასთან, ცხვირების გარდა მაისურებიც იყიდებოდა და კომპანიები სასპონსორო თანხებსაც იხდიდნენ.

„ეჭვი გამიჩნდა რომ თეონა ბაღდავაძემ ბევრი ფული მოგვპარა მთლიანად ქვეყანას, ჩემი აზრით მინიმუმ 35000 ლარი. დავადექი დღეს და ვუთხარი რომ ამ მოპარულ ფულს თუ არ დააბრუნებდა, გავაკეთებდი განცხადებას და საქმეს გადავცემდი საგამოძიებო ჯგუფს. თუ დააბრუნებდა, კაცურად არაფერს ვიტყოდი და სათქმელიც აღარაფერი იქნებოდა, ბოლო-ბოლო იქნებ, მართლა გამორჩა სადმე ეს ფული“,- წერდა სოციალურ ქსელში აკა სინჯიკაშვილი.

თეონა ბაღდავაძე კი აკა სინჯიკაშვილს ცილისწამებაში ადანაშაულებს და სასამართლოში შესაბამისი საჩივარიც აქვს შეტანილი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^