Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროკურატურამ ადევნების ფაქტზე პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა

16 თებერვალი, 2018 13:16

პროკურატურის მიერ ადევნების ფაქტზე ერთი პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა. 

პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ პირი ბოლო ორი წლის განმავლობაში ყოველდღიურად როგორც პირადად, ისე მესამე პირების - მეგობრების მეშვეობით, უკანონოდ უთვალთვალებდა ვ.მ.-ს, აკითხავდა როგორც სახლთან, ისე სახლში; არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა ტელეფონით და სოციალური ქსელით,  ურეკავდა და  მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს  უგზავნიდა თავისი და სხვა ადამიანების ტელეფონის ნომრებიდან, ასევე, უცხო ადამიანებისა და ფოსტის საშუალებით უგზავნიდა საჩუქრებს. პირის ქმედების შედეგად ვ.მ. ფსიქიკურ ტანჯვას განიცდიდა. 

ბრალდება 2018 წლის 29 იანვარს სისხლის სამართლის კოდექსის 1511  მუხლის პირველი ნაწილით (ადევნება, ე.ი. პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით)  წარედგინა. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო - 1000 ლარის ოდენობით შეუფარდა. 

საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით ითვალისწინებს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^