Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თეონა ბაღდავაძე აკა სინჯიკაშვილს რეპუტაციის შელახვისთვის სასამართლოში უჩივის

16 თებერვალი, 2018 13:53

„წითელი ცხვირების“ საქველმოქმედო კამპანიის ორგანიზატორი თეონა ბაღდავაძე აკა სინჯიკაშვილს რეპუტაციის შელახვისთვის სასამართლოში უჩივის. ამის შესახებ ის „ფეისბუქის“ გვერდზეც წერს. 

„ფინანსურმა პოლიციამ წარმოებში არ მიიღო საქმე ჩემს წინააღმდეგ დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. და სასამართლოში წავედი, რეპუტაციის შელახვისთვის და 35 ათასი ლარის უკან დასაბრუნებლად, რომელსაც სხვა კარგ საქმეებს მოვახმარ“,- წერს ბაღდავაძე.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაადასტურა, რომ „წითელი ცხვირების“ საქმეზე გამოძიება არ დაწყებულა და განცხადება უკვე ჩამოწერილია. „შევისწავლეთ აკა სინჯიკაშვილის განცხადება და რადგან მასში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა, საქმეზე გამოძიება არ დაწყებულა, ეგრევე ჩამოიწერა ეს განცხადება“, - უთხრეს „ლიბერალს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

აკა სინჯიკაშვილი საგამოძიებო სამსახურის მიერ განცხადების ჩამოწერას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს საქმე სხვებმა გამოიძიეს და მას ყველაფრის მტკიცებულება აქვს.

„ასეთი ამბავია წითელი ცხვირების საქმეზე - ფინანსურმა პოლიციამ 8 თვიანი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა არ გამოიძიოს ეს საქმე. სამაგიეროდ სხვებმა გამოიძიეს და გაჩვენებთ რა უბედურება ხდება საერთოდ. არაფერი არ გარკვეულა ჯერ, ყველაფერს სასამართლო დაადგენს, რომლის თარიღსაც გამოაცხადებენ და გეტყვით. მოდით და ისეთ ამბებს გაჩვენებთ, რომ ვერც წარმოიდგენთ. ვერცერთ სამხილს ვერ დავდებ სასამართლომდე, რაც გავამხილე ისიც არ უნდა მეთქვა. მანამდე კი კიდევ ერთხელ ავიტან ლანძღვა-გინებას, ასე მონდომებით რომ შეუდგა ადამიანების ჯგუფი. სასამართლოს შემდეგ, აქ დავდებ ყველაფერს. აქ ჩემს პირად ამბავზე არ ხდება არაფერი, ამ ფულიდან ერთი ლარი არ არის ჩემი, ეს ხალხის მოგროვილი ფულია, ობლებისთვის და უსახლკაროებისთვის მოგროვილი“,- წერს სინჯიკაშვილი.

გასული წლის ზაფხულში აკა სინჯიკაშვილმა „წითელი ცხვირების“ საქველმოქმედო კამპანიის ორგანიზატორი თეონა ბაღდავაძე კამპანიის ფარგლებში შემოსული თანხების მითვისებაში დაადანაშაულა.

წითელი ცხვირების გაყიდვის მიზანი თავშესაფრის აშენება და ლეიკემიით დაავადებულთა მკურნალობა იყო. სინჯიკაშვილის თქმით, თეონა ბაღდავაძემ მას უთხრა, რომ 75000 ლარი შეგროვდა(გაიყიდა 15000 ცხვირი). თუმცა სინჯიკაშვილისთვის ეს თანხა მოსალოდნელზე ცნაკლები აღმოჩნდა, რადგან მისი თქმით, მთელ საქართველოს წითელი ცხვირი ეკეთა, ამასთან, ცხვირების გარდა მაისურებიც იყიდებოდა და კომპანიები სასპონსორო თანხებსაც იხდიდნენ. 

საგამოძიებო სამსახური: „წითელ ცხვირებზე“ სინჯიკაშვილის განცხადებაში დანაშაულის ნიშნები არ იყო

აკა სინჯიკაშვილი საგამოძიებო სამსახურის განცხადებაზე: ყველაფერს სასამართლო დაადგენს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^