Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აუდიტი: „გამწვანების პროგრამით“ დარგული ხეების მესამედი გამხმარია ან აღარ არსებობს

16 თებერვალი, 2018 14:28

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2015-2016 წლებში  თბილისის  „გამწვანების ღონისძიებების პროგრამის“ ფარგლებში გაწეული ხარჯის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, გამოვლინდა მთელი რიგი დაღვევა-ნაკლოვანებები.

საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, ქალაქ თბილისის  მერიამ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, დენდროლოგიური პარკისა და თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დარგო 398 ათასზე მეტი ხე-მცენარე. პროცესის მიმდინარეობისას დაშვებული იყო ხარვეზები, კერძოდ:

►მუნიციპალიტეტმა საგაზაფხულო რგვებზე ამოიღო დარგულ ნერგებზე მეტი ორმოები. შესაბამისად, აუდიტის დასკვნაში წერია, რომ ზედმეტად ამოღებული ორმოების ღირებულება არაეფექტიან ხარჯს წარმოადგენს.

►ასევე, დასკვნის მიხედვით, განაშენიანებული ნარგაობების დაახლოებით მესამედი გამხმარია ან აღარ არსებობს. გაფორმებული ხელშეკრულებით, შემსყიდველი ორგანიზაციის ინტერესები საკმარისად არ იყო დაცული.  ხელშეკრულების პირობები გამხმარი ნარგაობების ჩანაცვლებას არ ითვალისწინებდა. შედეგად, მერიამ ვერ უზრუნველყო საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ხე-მცენარეების სრულად განაშენიანება.

►ქალაქ თბილისის მერიას ზოგიერთი ხელშეკრულების ფარგლებში არ ჰქონდა შერჩეული სათანადო ტერიტორია ხე-მცენარეების განაშენიანებისათვის და ნარგაობები გადასცა ქ. თბილისის რაიონის გამგეობებს. ნარგაობის ძირითადი ნაწილი გახმა, რის გამოც შესაბამისი თანხები დაიხარჯა არაეფექტიანად.

 ►ახალი ზოოპარკის შემოღობვის პროცესში, სამუშაოების ნაწილის მოცულობების კორექტირებები არ ასახულა შესრულებული სამუშაოების აქტებში. შესაბამისად, სამუშაოს ფაქტობრივი ღირებულება საჭიროებს ხელახლა გაანგარიშებას.

►ონკოლოგიური ცენტრის მიმდებარედ გაშენებული ნარგაობის მნიშვნელოვანი ნაწილი გამხმარია ან აღარ არსებობს.მერიამ გასწია არაეფექტიანი ხარჯი, რადგან საბიუჯეტო ასიგნების გამოყოფით განსაზღვრული მიზანი ტერიტორიის განაშენიანების შესახებ, არ არის მიღწეული.

►გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულებები მოიცავს ტერიტორიების დასუფთავებას, საყოფაცხოვრებო ნარჩენის შეგროვებასა და გატანას. ხარჯთაღრიცხვებისა და შესრულებული სამუშაოების აქტების თანახმად, ამ მომსახურებაზე არასწორად დარიცხულია დამატებული ღირებულების გადასახადი, რაც შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების შედეგად ზედმეტად გადახდილ სახსრებს წარმოადგენს.

►ჩატარებული ტენდერების შესწავლით გამოვლინდა შემთხვევები, როცა მეტი ფინანსური სარგებლის მისაღებად ტენდერში მონაწილე პირები, სავარაუდოდ, მოქმედებდნენ ურთიერთშეთანხმებით და არღვევდნენ კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს, რამაც გამოიწვია საბიუჯეტო რესურსის არაეკონომიური ხარჯვა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^