Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ამირან გამყრელიძე - დღევანდელი მონაცემებით, წითელას 268 შემთხვევა დაფიქსირდა

16 თებერვალი, 2018 14:29

„დღევანდელი მონაცემებით, 268 შემთხვევა გვაქვს საქართველოში. განსაკუთრებით ბევრი შემთხვევა ფიქსირდება აჭარაში - 65-70% კონცენტრირებულია სწორედ აჭარაში, მაგრამ უკვე თბილისშიც იმატებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ  „პალიტრა მედია“ ჰოლდინგის სათავო ოფისში „არ გადადო - აიცერი!" სლოგანით გამართულ აქციაზე. 

„წითელას საწინააღმდეგო აცრა ბევრ ბავშვს, სამწუხაროდ, გამოტოვებული აქვს. ძალიან დეტალური ანალიზი მიმდინარეობს ყველა ბაღში, ყველა სკოლაში აცრილები არიან თუ არა ბავშვები, მაგრამ ამავე დროს წითელა დიდი პროცენტით გვაქვს მოზრდილებში, განსაკუთრებით 20-დან 40 წლამდე ასაკის მოზრდილებში და განსაკუთრებით ქალბატონებში. 

ქალბატონებიდან, ვინც აპირებს შვილის გაჩენას, აუცილებელია იყოს წითელაზე აცრილი, რამეთუ, თუ დედა აცრილი არ არის, ან არ აქვს გადატანილი წითელა, როდესაც აჩენს შვილს, ახალშობილს არ გადაეცემა ეს იმუნიტეტი და დაახლოებით 17% დღევანდელი შემთხვევებისა გვაქვს 1 წლამდე ბავშვებში. წითელა ორსულობის პერიოდში, ან ახალშობილში არის ძალიან სერიოზული დაავადება - ორსულობის პერიოდში ნაყოფზე ძალიან სერიოზული ზემოქმედება აქვს ან 1 წლამდე ბავშვებში ძალიან დიდია პროცენტი ისეთი გართულებების, როგორიცაა შუაყურის ანთება, პნევმონია და სხვა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^