Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნარკოპოლიტიკაზე „ქართული ოცნების“ სტუდენტებთან შეხვედრა მედიისთვის დახურეს

16 თებერვალი, 2018 15:48

პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნება" თბილისის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებით ხვდება. შეხვედრა მედიისთვის დაიხურა. 

შეხვედრის დაწყებამდე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ შეხვედრა ფაქციის ფორმატში იმართება.

„შევპირდით საზოგადოებას, რომ მაქსიმალურად შევეცდებოდით ყველა სეგმენტიდან წამოგვეღო რაც შეიძლება მეტი რაციონალური წინადადება და მიდგომა, ვინაიდან [ნარკოპოლოტოკა] ფრთხილი და სენსიტიური საკითხია, ის მოქმედებს ჩვენი ქვეყნის მომავალ თაობაზე და ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილზე. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ სტუდენტების აზრი ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორც საზოგადოებაში, ასევე უმრავლესობაში აზრი იყოფა. აქ გადამწყვეტად მნიშვნელოვანია სხვადასხვა ჯგუფისგან წამოღებული რაციონალური წინადადებები, იმისათვის, რომ სწორად შევძლოთ ნარკოპოლიტიკოს ჩამოყალიბება. საბოლოოდ კი ამან დადებითი გავლენა რომ იქონიოს ნარკოტოკების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში, "- ამბობს მამუკა მდინარაძე. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^