Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნინო ჟიჟილაშვილი: იყო სიგნალები, რომ „TV პირველს“ მომავალში შინაარსი შეეცვალა

16 თებერვალი, 2018 16:04

„ხელისუფლებას არ აქვს კომფორტი, რომ ბაზარზე არსებობს დამოუკიდებელი ტელევიზია. ჩვენ ვიგრძენით პატარა სიგნალები ამ მიმართულებით“,- ამის შესახებ „TV პირველის“ წამყვანმა, ნინო ჟიჟილაშვილმა კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც მედიაში მიმდინარე პროცესებს ეხება. 

მისი თქმით, „TV პირველის“ თანამშრომლები კონფიდენციალურად შეხვდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებს. 

„თუმცა ამ ეტაპზე პირდაპირი მტკიცებულებები არ გვაქვს და ამიტომ ეს შეხვედრა იყო დახურული. ამ ეტაპზე მინდა გითხრათ, რომ „TV პირველისთვის“ ეს ბარიერები მოხსნილია“.

შკითხვაზე, რა ტიპის სიგანი იყო ეს და იყო თუ არა ზეწოლა, ჟიჟილაშვილმა უპასუხა, რომ იყო „სიგნალი, რომ „TV პირველს“ შეეცვალა მომავალში შინაარსი. თუმცა ამ ეტაპზე ბარიერები აღარ გვაქვს“.

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ დირექტორმა, ნიკა გვარამამ ფეისბუქგვერდზე „ტვ პირველთან“ დაკავშირებით დაწერა, რომ შესაძლოა, ხელისუფლებას ტელეკომპანიის სარედაქციო საქმიანობაში ჩარევის მცდელობა ჰქონდეს. მან ამავე სტატუსში აღნიშნა, რომ პრობლემებზე სალაპარაკოდ ტელეკომპანიის წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კონფიდენციალურად შეხვდნენ.

„ტვ პირველის“ მენეჯმენტსა  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გასულ კვირაში გაიმართა. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია „ლიბერალს“ შეხვედრის რამდენიმე მონაწილემ დაუდასტურა. თუმცა ისინი კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობენ. 

როგორც „ლიბერალს“ ნინო ჟიჟილაშვილმა განუცხადა, ტელეკომპანიაში არაფერი შეცვლილა და ამ ეტაპზე არც მის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას ემუქრება საფრთხე. 

„ტვ პირველზე არ შეცვლილა არაფერი. ვიდრე ეს გუნდი აქ ვმუშაობთ, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ სარედაქციო პოლიტიკა არის და დარჩება კრიტიკული, მიუკერძოებელი და დაბალანსებული. არხს ყოველდღე ემატება მაყურებელი, აქვს ნდობის მაღალი ხარისხი, მზარდი რეიტინგი და ამ ეტაპზეც და სამომავლოდაც ეს არის ჩვენი ერთადერთი საზრუნავი." - განუცხადა „ლიბერალს" ნინო ჟიჟილაშვილმა. 

ჟიჟილაშვილი "ტვ პირველზე" - სარედაქციო პოლიტიკა არის და დარჩება კრიტიკული

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^