Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

TI: თერჯოლისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტში თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობას ეწევიან

16 თებერვალი, 2018 17:06

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” აქვეყნებს ინფორმაციას წყალტუბოსა  და თერჯოლის მუნიციპალიტეტების იმ თანამდებობის პირების შესახებ, რომლებმაც 2017-2018 წლებში არასრულად შეავსეს დეკლარაცია, არ ასახეს ინფორმაცია საკუთარი ან/და ოჯახის წევრთა კომერციულ საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ და ასევე, ეწევიან თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობას.

ორგანიზაციამ კვლევის ფარგლებში თანამდებობის პირთა 70-მდე ქონებრივი დეკლარაცია შეისწავლა. დაფიქსირდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დეკლარაციის არასრულად შევსების 5 ფაქტი, თერჯოლის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში კი - 4; ასევე თერჯოლაში თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის 3 ფაქტი გამოვლინდა. აღნიშნული წარმოადგენს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევას.

„აღსანიშნავია ერთი მიგნება, რომლის მიხედვითაც, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის კუთვნილმა კომპანიამ გამარტივებული შესყიდვის საფუძველზე არაერთი ხელშეკრულება გააფორმა თერჯოლის მუნიციპალიტეტთან," - ამბობენ ორგანიზაციაში. 

თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ფანჩულიძემ 2018 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ იგი არის შპს „იმერეთი 2017_ის” 100%-იანი წილის მესაკუთრე. ის ასევე არის შპს „ბერტა იმერეთის” დირექტორი, რაც წარმოადგენს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევას, რომლის თანახმადაც, თანამდებობის პირს არ აქვს უფლება, იყოს სამეწარმეო დაწესებულების ხელმძღვანელი.

ნოდარ ფანჩულიძემ 2012 წელს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 6 000 ლარი შესწირა. 

მოკვლევის მიხედვით, თერჯოლის მერმა ბონდო სოფრომაძემ 2017 წლის ივლისში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ იგი არის  შპს „ახალ დონეში” 100%-იანი წილის მფლობელი. მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ მისი შვილი, გიორგი სოფრომაძე ხელმძღვანელობს შპს „ახალ დონეს”.

თერჯოლის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა ნუგზარ ფანჩულიძემ 2017 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ იგი შპს „კოლხიდა+_ს” დირექტორია.  ასევე ნუგზარ ფანჩულიძემ დეკლარაციაში არ ასახა, რომ მისი მეუღლე ნათელა გაბელაშვილი ხელმძღვანელობს და ფლობს წილებს კომპანიებში: შპს „პანინი” - 100% წილის მესაკუთრე და დირექტორი; შპს „ალტ-სოლუშენი” -  100% წილის მესაკუთრე და დირექტორი

წყალტუბოს საკრებულოს ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თენგიზ ნიჟარაძეს  2018 წლის 4 იანვარს შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული  10 000 კვ.მ.მიწის ნაკვეთი, რომელიც საკუთრებაში 2013 წელს დაირეგისტრირა.

წყალტუბოს საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ თავმჯდომარემ, სერგო კირკიტაძემ 2017 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ აღნიშნა, რომ არის შპს „დანსის” 100%-იანი წილის მესაკუთრე. მან დეკლარაციაში ასევე არ ასახა, რომ მისი მეუღლე ანა წიწილაშვილი შპს „პროგრესი + 2006”-ის დირექტორია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^