Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი რობაქიძის საქმეზე: შემთხვევის ადგილი მთლიანად გაყალბებულია

16 თებერვალი, 2018 18:00

„შემთხვევის ადგილი არის მთლიანად გაყალბებული. ფირი, რომელიც ტრიალებს ამდენი ხნის განმავლობაში, არის აბსურდული, ეს არის მონტაჟი. ალბათ, ყველას აინტერესებს, სად არის ნამდვილი ფირი. მე გეტყვით, სადაც არის ეს ფირი. ეს არის გურამ დონაძესთან. მარტო საზოგადოების გასაგონად არა, გამოძიების გასაგონადაც ვამბობ, ეს ფირი არსებობს გურამ დონაძესთან და მე ამ ფირით მთელი 8 თვის განმავლობაში განვიცდი შანტაჟს და ზეწოლას“,- ამის შესახებ კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა, ზურაბ ბაქრაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, როცა ის შემთხვევის ადგილზე მივიდა, საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს მაშინდელმა უფროსმა ზურაბ მიქაძემა მომხდარის შესახებ მოუყვა - მათ გააჩერეს ავტომანქანა და რადგან სახიფათოდ ჩათვალეს, მეორე ჯგუფი გამოიძახეს. 

 „ეს იყო ბაშალეიშვილი, გადმოდის მანქანიდან და ახდენს უმისამართოდ გასროლას - როგორც მაშინ გაირკვა, გაუვარდა იარაღი და ხდება ადამიანის დაჭრა. აი, ეს რაც მე მიქაძემ ამიხსნა. მე მას ამის შემდეგ ვუთხარი კიდეც, რომ გასაგებია, ფაქტი მოხდა, დანაშაული გახსნილია, აქაა ბაშალეიშვილი, დააკავეთ და დაიწყოს გამომძიებელმა მუშაობა. მე მივიღე ძალიან უცნაური პასუხი მაშინ და ამას ესწრებოდა ყველა ხელმძღვანელი მუშაკი“,- განაცხადა ბაქრაძემ. 

ის ამბობს, რომ პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალდებას სრულად ეთანხმება, რადგან ბრალდებაში მოყვანილი ფაქტები სრული სიმართლეა. მისი თქმით,  შემთხვევის ადგილზე იარაღი არ ყოფილა. ის იქ დაახლოებით, 1 საათში მიიტანეს. 

„იარაღები შემთხვევის ადგილზე გამოჩნდა დაახლოებით 50 წუთის, 1 საათის-საათნახევრის მერე, ზუსტი დრო არ შემიძლია გითხრათ. იარაღები შემთხვევის ადგილზე არც ერთ დაკავებულს არ ჰქონია. იქ მოხდა გასროლა პატრულ-ინსპექტორის მიერ, სადაც დაიჭრა ბუტა და შემდეგ, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. ამის შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა. ხაზს ვუსვამ, პირველად ვიძახი თქვენს ეთერში, გელაპარაკებით, როგორც კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, პოლიციის პოლკოვნიკი - მე დაახლოებით 40-50 წუთში ვიყავი შემთხვევის ადგილზე და მისვლისას არც ერთი იარაღი არ მინახავს, არც საბრძოლო მასალა, არც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და არც პისტოლეტი. დასამალი არ არის, იარაღები მოტანილი იქნა მაშინდელი საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის, ზურაბ მიქაძის მიერ, ვაკე-საბურთალოს პოლიციიდან“, - განაცხადა თბილისის კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა.

ბუტა რობაქიძე და მასთან ერთად მყოფი პირები პოლიციამ  2004 წლის 23 ნოემბერს დააკავა. რობაქიძე ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით ადგილზე გარდაიცვალა. 

2013 წლის 19თებერვალს „რუსთავი 2-მა“ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რა ვითარებაში იღუპება ბუტა რობაქიძე. ტელეკომპანიას ეს კადრები დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა ირაკლი ფირცხალავამ გადასცა. მისი თქმით, ვიდეოჩანაწერი დაუმონტაჟებელია და მან ის დამოუკიდებელი გამოძიებისას მოიპოვა. თუმცა რობაქიძის მშობლები აცხადებდნენ, რომ ჩანაწერი დამონტაჟებულია და ამოჭრილია ის ნაწილი, სადაც პოლიციელი ამბობს, რომ დაკავებულებს არაფერი არ აქვთ.

ამ საქმეზე პროკურატურამ ბრალი რამდენიმე ყოფილ მაღალჩინოსანს წარუდგინა. მათ შორის არიან ზურაბ ბაქრაძე და ზურაბ მიქაძეც. ორივე მათგანი ამჟამად მიმალვაშია. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^