Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კობახიძე: პოლიტიკურ შტურმს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ ჩვენ ყველა ვხედავთ

16 თებერვალი, 2018 18:07

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ვეტო უნდა დაძლიონ და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირონ. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებაზე საპარლამენტო უმრავლესობის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე შეჯერდებიან.

„პოლიტიკურ შტურმს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ ჩვენ ყველა ვხედავთ. ვაკვირდები რამდენიმე თვის განმავლობაში, რასაც არანაირი საფუძველი არ აქვს. მე უკვე აღვნიშნე დღეს სხდომაზე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ვითარებას თუ გააუმჯობესებ, თორემ იქ რაიმეს გაუარესება არის შეუძლებელი. წლების განმავლობაში ათეულობით მილიონი ჩვენი გადამხდელების ფული იხარჯებოდა იმაზე, რომ დაწერილიყო ნულოვანი რეიტინგი და ამას ყველა გულგრილად უყურებდა. ჩვენ გვამოძრავებს ძალიან მარტივი მიზანი - გვინდა, რომ ეს ათეულობით მილიონი, ჩვენი მოქალაქეების ფული დაიხარჯოს მიზნობრივად და მოემსახუროს იმას, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მინიმალური სოციალური გავლენა შეიძინოს.

ეს არის ჩვენი მიზანი და ეს მიზანი აუცილებლად შესრულდება, მათ შორის, ამის მიღწევის ერთ-ერთი ინსტრუმენტი იყო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც განხორციელდა რეკლამასთან დაკავშირებით, შესყიდვებთან დაკავშირებით. დამატებით ვიმსჯელებთ ამ ყველაფერზე, თუმცა ვიტყვი, რომ დღეს მე დავრწმუნდი ჩემი არგუმენტების სისწორეში. გვაქვს ძალიან მყარი არგუმენტები, რომელიც ადასტურებს იმას, რომ გაუმჯობესდება ვითარება იმ ცვლილებების საფუძველზე, რომელიც ჩვენ მივიღეთ და გაუარესებით არაფერი გაუარესდება. ანუ არ მიადგება ზიანი არავითარი ფორმით კერძო მაუწყებლებს. საპირისპირო მყარი არგუმენტები ჩვენ დღეს ვერ მოვისმინეთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. კანონპროეტის განხილვას შეხვედრაზე რამდენჯერმე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, ერთმანეთს ტელეკომპანია კავკასიის ხელმძღვანელი ნინო ჯანგირაშვილი და ირაკლი კობახიძე დაუპირისპირდნენ. ნინო ჯანგირაშვილმა პროტესტის ნიშნად შეხვედრა დატოვა.

„ გულწრფელად ვისურვებდი, რომ როდესაც რომელიმე თემაზე საკამათოდ მოდიან ადამიანები პარლამენტში, მოვიდნენ კონკრეტული არგუმენტებით შეიარაღებული და არა ტელევიზიებისთვის გამოთქმული მესიჯებით, არაკორექტული გამოთქმებით და პიარ-სტრატეგიებით", - ამის შესახებ ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და მედიაორგანიზაციებს შორის მიმდინარე შეხვედრაზე მომხდარი დაპირისპირების კომენტირებისას განაცხადა.

რაც შეეხება "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის საკითხს, მდინარაძის თქმით, არაერთხელ განაცხადეს, რომ მიუხედავად უმრავლესობის ძალიან დიდი ნაწილის მყარი პოზიციისა, გრძელდება მსჯელობა.

„ვთვლი, რომ ერთი საკითხი განსაკუთრებით მწვავეა, რომელთა მიმართებით ალბათ კომპრომისი ვერ მოხერხდება, ეს არის რეკლამის საკითხი, "- ამბობს ლაშა ტუღუში.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს ვეტო 15 იანვარს დაადო. პრეზიდენტის განცხადებით, კანონპროექტის გარშემო პოზიციების შეჯერებისთვის დისკუსიები გაიმართა, თუმცა ორი პრობლემური საკითხი მაინც დარჩა. პირველი საზოგადოებრივი მაუწყებლის სარეკლამო ბაზარზე შესვლაა, მეორე კი მისთვის შესყიდვების გამარტივება.

პრეზიდენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონს ვეტო დაადო

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^