Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნინია კაკაბაძე: „TV პირველთან“ შეხვედრაზე ქუმსიშვილის და ჯეჯელავას გვარები დასახელდა

16 თებერვალი, 2018 18:53

ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე „ლიბერალთან“ ამბობს, რომ ის „TV პირველის“ ჟურნალისტების თხოვნით იმყოფებოდა შეხვედრაზე, რომელიც ტელეკომპანიის თანამშრომლებსა და  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის გასულ კვირაში გაიმართა. 

როგორც ნინია კაკაბაძე ამბობს, ამ შეხვედრაზე ქუმსიშვილის და ჯეჯელავას გვარები დასახელდა. 

„ჩვენმს კოლეგებმა გვთხოვეს შეხვედრა და მოგვაწოდეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება ცდილობს მათი ტელევიზიიის უფლებების შეზღუდვას. ეს ხდება ბიზნესისა და ბიზნესმენის გავლით. საუბარი იყო იმაზე, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები, კონკრეტულად კი ქუმსიშვილი და ჯეკელავა, მაშინ ჯერ კიდევ ვიცე-პრემიერი, იყვნენ ჩართულები ამ პროცესში,  სადაც მიდიოდა საუბარი როგორც ბიზნესზე ასევე ტელევიზიაზე. ეს არის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მოგვაწოდეს. ცხადია, ჩვენ არანაირი მტკიცებულებები არ გვაქვს, მაგრამ ეს არის ის, რაც ჩვენ მოვისმინეთ. ყველა ჩვენგანმა გამოთქვა მზადყოფნა, დაიცვას ტელევიზიის უფლებები. მერე რა მოხდა და როგორ შეიცვალა ეს სურათი, არ ვიცით," - ამბობს ნინია კაკაბაძე. 

დღეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" და ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" ორგანიზებით, მედიაგარემოს გამოწვევების შესახებ მრგვალი მაგიდა გაიმართა. 

არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებმა, დიპლომატიურმა კორპუსმა, მწერლებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა მედიის გამოწვევებსა და საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია  „TV პირველის” ჟურნალისტებისგან მოითხოვდა იმის გასაჯაროება, თუ ვინ და რა ფორმით ცდილობა ტელეარხზე ზეწოლას. 

„TV პირველის” წარმომადგენლები ამბობენ, რომ პრობლემა მოგვარდა და ისინი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.

„ამ ეტაპზე მინდა გითხრათ, რომ „TV პირველისთვის“ ეს ბარიერები მოხსნილია“, - განაცხადა შეხვედრაზე „TV  პირველის“ ჟურნალისტმა, ნინო ჟიჟილაშვილმა. 

ნინო ჟიჟილაშვილი: იყო სიგნალები, რომ „TV პირველს“ მომავალში შინაარსი შეეცვალა

ჟიჟილაშვილი "ტვ პირველზე" - სარედაქციო პოლიტიკა არის და დარჩება კრიტიკული

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^