Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თსუ: უნივერსიტეტს 10 დღიან სარეკლამო კამპანიაში დიდი თანხა არ გადაუხდია

17 თებერვალი, 2018 13:48

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ტელეკომპანიებში საიუბილეო რგოლის განთავსებაზე განცხადება გაავრცელა. როგორც თსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში წერია, უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე მნიშვნელოვანი თარიღია. იუბილესთან დაკავშირებული ვიდეორგოლის განთავსება კი კონსოლიდირებული ტენდერით მოხდა და დღევანდელი სარეკლამო ტარიფით დიდი თანხა არ გადაუხდიათ.

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუბილეო ვიდეორგოლი პარტნიორი კომპანიების მხარდაჭერით და ფინანსური უზრუნველყოფით მომზადდა, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდით. რაც შეეხება განთავსებას, თსუ-მ როგორც სსიპ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ ისარგებლა კონსოლიდირებული ტენდერით, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა სარეკლამო ხარჯები. დღევანდელ სარეკლამო ბაზარს თუ გადავხედავთ, 10 დღიანი სარეკლამო კამპანია სტანდარტული მომსახურების პირობებში გაცილებით მაღალ ტარიფებთან არის დაკავშირებული. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე მნიშვნელოვანი თარიღია არამარტო უნივერსიტეტისთვის და უნივერსიტეტელებისთვის, ასევე ქვეყნისთვის. იუბილე 2018 წლის განმავლობაში იუნესკოს (UNESCO) ეგიდით იმართება. 7-9 თებერვლის ღონისძიებებს, რომელიც საერთაშორისო მასშტაბის იყო, მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების და საერთაშორისო ორგანიზაციების დელეგაციები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.“ - წერს თსუ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, სარეკლამო ვიდეოს ეთერში განთავსებაში ტელეკომპანია „პირველს“ 4 248, ხოლო საზოგადოებრივ მაუწყებელს 1 333 ლარი გადაუხადა.

როგორც მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაშია ნათქვამი, კამპანიის პერიოდი 2018 წლის 8-17 თებერვალია.

მსგავსი ხელშეკრულება უნივერსიტეტმა ტელეკომპანია „იმედთანაც“ გააფორმა და 66 657 ლარი გადაუხადა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^