Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლავროვი: აღმოსავლეთ პარტნიორობა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული არ უნდა ყოფილიყო

17 თებერვალი, 2018 20:29

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთს იმედი ჰქონდა აღმოსავლეთ პარტნიორობა მის წინააღმდეგ მიმართული არ იქნებოდა. მაგრამ მასში შემავალ ზოგიერთ ქვეყანას სურს ამ ფორმატის რუსეთის წინააღმდეგ გამოყენება. ასე უპასუხა ლავროვმა მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციაზე ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის მიმართვას. მან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეახსენა მისივე კომენტარი, რომ თითქოს ევროკავშირი ამ ქვეყნებს მასსა და რუსეთს შორის არჩევნის გაკეთების ულტიმატუმს უყენებს. გალერის თქმით, რუსეთისგან განსხვავებით ევროკავშირი საკუთარი მიზნის მისაღწევად სხვა ქვეყნებში ტანკებს არ აგზავნის. „ჩვენ ძალიან განსხვავებული დონე გვაქვს ურთიერთობის ექვსივე ქვეყანასთან. არ დამეთანხმებით, რომ ჩვენ მათ სურვილებზე ვრეაგირებთ და არაფერს ვაიძულებთ და თუ ვინმე არ გააფორმებს ჩვენთან შეთანხმებას, ტანკებს არ ვაგზავნით“, - მიმართა ლავროვს ევროპარლამენტარმა და დასძინა, რომ რუსეთის გამო, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ნაწილი ევროკავშირთან ურთიერთობებს ვერ აღრმავებენ.

სერგეი ლავროვმა კი პასუხად განაცხადა, რომ ასეთი დამოკიდებულებით იგონებენ რუსეთიგან მომავალ საფრთხეებს. მან კი მხოლოდ ის თქვა, რომ იმედოვნებდა აღმოსავლეთ პარტნიორობა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული არ იქნებოდა, მაგრამ მისი ზოგიერთი ქვეყანა ამას მაინც ცდილობს. „აი, ასე იგონებენ რუსულ საფრთხეებს. თქვენი შეკითხვა დაიწყო იმის მტკიცებით, თითქოს ვთქვი, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობას ამ ქვეყნების რუსეთისგან ჩამოსაშორებლად იყენებენ. ჩემი პოზიცია სხვანაირი იყო - როდესაც აღმოსავლეთ პარტნიორობა ყალიბდებოდა, ჩვენ გვარწმუნებდნენ, რომ ის რუსეთის წინააღმდეგ არ იქნებოდა მიმართული. ვიმედოვნებდი, ეს დანაპირები შესრულდებოდა, არადა აღმოსავლეთ პარტნიორობის ზოგიერთ ქვეყანას ნამდვილად სურს ამ ფორმატის რუსეთის წინააღმდეგ გამოყენება“, - განაცხადა ლავროვმა. 

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში საქართველო, მოლდავეთი, ბელორუსი, უკრაინა, სომხეთი და აზერბაიჯანი შედიან.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^