Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ინგლისური, ფრანგული, რუსული, გერმანული - რამდენი უცხო ენის პედაგოგი ასწავლის საჯარო სკოლებში

19 თებერვალი, 2018 12:55

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფომრაციით, საჯარო სკოლებში ორი უცხო ენის სწავლება კვლავ სავალდებულო იქნება- ინგლისური ენა პირველი კლასიდან, ხოლო მეორე სავალდებულო უცხო ენას, მოსწავლე მე-5 კლასიდან სკოლის მიერ შეთავაზებული ენებიდან თავად აირჩევს.

მათივე ცნობით, ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების პროცესში, უცხო ენებს მომავალში კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა მიენიჭება. სკოლებს ექნებათ ვალდებულება, უცხო ენის ფარგლებში, მოსწავლეებს ასარჩევად მინიმუმ ორი ენა შესთავაზონ, თავად მისცენ არჩევანის თავისუფლება და ენების მაღალ დონეზე სწავლება უზრუნველყონ.

„ლიბერალი“ დაინტერესდა, რამდენი უცხო ენის პედაგოგი ასწავლის დღესდღეობით ქვეყნის საჯარო სკოლებში და არსებული რესურსით რამდენად შესაძლებელი იქნება სამინისტროს გეგმების განხორციელება. 

„ლიბერალმა“ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან უცხო ენის პედაგოგთა რაოდენობის შესახებ საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა, მოწოდებული  ინფორმაციის მიხედვით, საჯარო სკოლებში სულ უცხო ენის (ინგლისურის, გერმანულის, რუსულის, ფრანგულის) 10 092  პედაგოგი ასწავლის.

უფრო კონკრეტულად კი, ქვეყნის  2077 საჯარო სკოლაში 5967 ინგლისური ენის პედაგოგია გადანაწილებული.

ქვეყნის 1995  საჯარო სკოლაში სულ 3425 რუსული ენის პედაგოგი ასწავლის.

გერმანულ ენას ქვეყნის 383 საჯარო სკოლაში 556 პედაგოგი ასწავლის.

ყველაზე მცირეა პედაგოგების რაოდენობა ფრანგულ ენაში, - სულ 144 პედაგოგი ქვეყნის 107 საჯარო სკოლაშია გადანაწილებული.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^