Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

NGO-ები და მედიაორგანიზაციები მუხთარლის საქმეზე პარლამენტსა და პროკურორს მიმართავენ

19 თებერვალი, 2018 12:06

საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციები აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების საქმეზე საქართველოს პარლამენტსა და მთავარ პროკურორს მიმართავენ. 

მოიმართვაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანიდან დევნილი ჟურნალისტისა და აქტივისტის აფგან მუხთარლის საქართველოს ტერიტორიიდან გატაცების საქმეზე გამოძიების დაწყებიდან თითქმის 9 თვე გავიდა, თუმცა, ამ დრომდე საქმეზე  მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, გამოძიების პროგრესის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

ხელმომწერი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ არ გაქარწყლებულა ეჭვები ორგანიზებულ დანაშაულში საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მონაწილეობასა და ზოგადად, აზერბაიჯანელი დისიდენტების საქმეებში საქართველოს მთავრობის მიერ აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ გამოვლენილი პოლიტიკური ლოიალობის თაობაზე.

შესაბამისად, საქმის მაღალი პოლიტიკური და სოციალური მნიშვნელობის გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია და უზრუნველყოს ეფექტიანი საპარლამენტო კონტროლის განხორციელება აფგან მუხთარლის საქმეზე. ამასთან, საქართველოს მთავარ პროკურორს გამოძიების პროცესში საერთაშორისო გამომძიებლების/ექსპერტების მონაწილეობასა და მაქსიმალური ანგარიშვალდებულებისა და გამჭირვალობის მიდგომების დაცვას ვთხოვთ.  

აფგან მუხთარლის გატაცების საქმის გამოძიების მიმართ მაღალი საზოგადოებრივი მოლოდინის მიუხედავად, პროცესის ანალიზი აჩვენებს, რომ ის მნიშვნელოვანი ხარვეზებით მიმდინარეობს, რაც გამოძიების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის მიმართ ნდობას მნიშვნელოვნად ასუსტებს.    

1. ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრობლემა საქმეზე. მიუხედავად იმისა, რომ დაკავებისთანავე აფგან მუხთარლიმ განაცხადა, რომ მისი გატაცება საქართველოს  ტერიტორიიდან ორგანიზებულად, სავარაუდოდ საქართველოს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების უშუალო მონაწილეობით განხორციელდა, გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის სტანდარტების დარღვევით, საქმეზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო. საქმის გამოსაძიებლად პროკურატურისთვის გადაცემა მხოლოდ 2017 წლის 20 ივლისს, თითქმის 2 თვის დაგვიანებით მოხდა.

საქმეზე სიმართლის დადგენისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი და გადაუდებელი მტკიცებულებების, მათ შორის,ვიდეო ჩანაწერების მოპოვება, სწორედ შსს-მ მნიშვნელოვანი ხარვეზებით განახორციელა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გამოძიების მიერ არ ყოფილა ამოღებული გამტაცებლების გადაადგილების მარშუტზე თბილისიდან ლაგოდეხამდე არსებული კერძო ობიექტების ვიდეო ჩანაწერები, ხოლო ამავე პერიმეტრზე არსებული შს სამინისტროს ვიდეო კამერები, მოწმის ჩვენების მიხედვით გათიშული იყო. საქმეში არსებული მასალის მიხედვით, არ ფუნქციონირებდა სასაზღვრო-საემიგრაციო პუნქტ „ცოდნაზე“ (ლაგოდეხი) გარე პერიმეტრზე არსებული კამერების ჩამწერი მოწყობილობა. შსს-ს მიერ საქმისთვის ყველაზე არსებითი და პირდაპირი მტკიცებულებებისარასათანადოდ მოპოვება, მთლიანობაში გამოძიების არაობიექტურობისა და არაეფექტიანობის შესახებ ეჭვებს აძლიერებს.

მეტიც, ორგანიზებულიდანაშაულისადაკორუფციისმაუწყებელიპროექტისა (OCCRP) დატელე-არხი „რუსთავი 2“-ისჟურნალისტებთან ჩაწერილი ახსნა-განმარტებები, რომლებიც აფგან მუხთარლისგატაცებასდამოუკიდებლადიძიებდნენ, მიუთითებს ეჭვზე, რომ სავარაუდოდ შსს-ს თანამშრომლებმა წაშალესკერძო კამერებითჩაწერილი მასალა. 

აფგან მუხთარლის გატაცემის საქმეზე შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადება, მიმდინარე გამოძიების არაეფექტიანობის შესახებ ვარაუდს კიდევ უფრო ხელშესახებს ხდიდა, რომელიც თითქმის უაპელაციოდ იმეორებდა საქმეზე აზერბაიჯანის ხელისუფლების ოფიციალურ ვერსიას,  და უგულვებელყოფდა აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან აფგან მუხთარლის პოლიტიკური დევნისა და მისი დაკავების ინტერესის გარემოებას.

მთლიანობაში, გამოძიების საწყის ეტაპზევე მნიშვნელოვანი მტკიცებულების მოპოვების პროცესში გამოვლენილმა ხარვეზებმა და გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის სტანდარტის დარღვევამ, არსებითად შეამცირა საქმეზე სიმართლის დადგენისა და რეალური გამოძიების შესაძლებლობა.   

2. ქმედების კვალიფიკაციის პრობლემა საქმეზე. ამ დრომდე საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ საქმის გარემოებები უჩვენებს გატაცების პროცესში ორგანიზებული ჯგუფის მონაწილეობის, მისი საზღვარგარეთ გაყვანის და ასევე, აფგან მუხთარლის ოჯახისა და სახელმწიფოს ინტერესებისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების ფაქტს, პროკურატურამ აფგან მუხთარლისა და ლეილა მუსტაფაევას ადვოკატის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, საქმის კვალიფიკაცია, სსკ-ის 143-ე მუხლის მე-4 ნაწილითარ შეცვალა. ამასთან, გამოძიება უგულებელყოფს აფგან მუთხარლის გატაცების ფაქტით მისთვის და მისი მეუღლისთვის, ლეილა მუსტაფაევასთან ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელშეშლის ინტერესსა და შედეგს, რომელიც ასევე უნდა გახდეს გამოძიების საგანი (სსკ-ის 154-ე მუხლის მეორე ნაწილი).

3. დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარი.  საქმეზე გამოძიების დაწყებიდან თითქმის 9 თვე გავიდა, თუმცა, დანაშაულის შესახებ დასაბუთებული ვარაუდის არ არსებობის გამო, პროკურატურა უარს აცხადებს აფგან მუხთარლის (ასევე სსკ-ის 154-ე მუხლის ქვეშ ლეილა მუსტაფაევის) დაზარალებულად ცნობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება გამორიცხავს გამოძიების  პროცესში დაზარალებულის ეფექტურ მონაწილეობას, ხოლო საჯარო კონტროლის შეზღუდვის ფონზე, ძლიერდებაეჭვები მიმდინარე გამოძიების ილუზორული ხასიათის შესახებ. 

4. ჯეროვანი გამოძიების პრობლემა საქმეზე. საგამოძიებო ორგანოების განმარტების მიუხედავად, რომ მათ საქმეზე დაკითხეს 200-ზე მეტი მოწმე და შეაგროვეს მნიშვნელოვანი მოცულობის ვიდეო მასალა, შეგროვებული მტკიცებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი არარელევანტური ჩანს - გამოკითხული მოწმეების დიდ ნაწილს არ ქონიათ რაიმე შემხებლობა საქმესთან. ამ დრომდე გამოძიებამ ვერ უზრუნველყო იმ მანქანის იდენტიფიცირება, რომლითაც მოხდა აფგან მუხთარლის გატაცება და მისი გადაადგილების ტრაექტორიის, მათ შორის, საზღვრის კვეთის მონაკვეთის აღდგენა.

5. შესაძლო პოლიტიკური ლოიალობის პრობლემა საქმეზე. საქართველოში მოღვაწე აზერბაიჯანიდან დევნილი ჟურნალისტებისა და აქტივისტების საქმეების ანალიზი აჩვენებს, რომ 2016 წლიდან

საქართველოს მთავრობამ ალიევის რეჟიმის მიმართ კრიტიკულად განწყობილი აქტივისტების/ჟურნალისტების დიდ ნაწილს უარი განუცხადა ბინადრობის მოწმობების ან ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე. უარის თქმის საფუძველი თითქმის ყველა შემთხვევაში ‘ეროვნული უსაფრთხოების დაცვის’ ინტერესი იყო, რომელიც ეფექტიან და რეალურ სასამართლო კონტროლს არ ექვემდებარება. დისიდენტების დიდი ნაწილი უთითებს, საქართველოში ყოფნის პერიოდში კერძო პირების მიერ მათი დევნის, თვალთვალისა და აღნიშნულ ინციდენტებზე ქართული პოლიციის გულგრილობისა და არაეფექტიანი რეაგირების გამოცდილებაზე. ამ პირობებში აზერბაიჯანიდან დევნილი აქტივისტების/ჟურნალისტების დიდ ნაწილს საქართველოს დატოვება მოუწია.[1] აფგან მუხთარლის გატაცების საქმე ამ პრაქტიკისა და ადამიანის უფლებების პოლიტიკური ინსტრუმანტალიზების ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი გახდა.   

ამ ეჭვებს აძლიერებს აზერბაიჯანის პარლამენტის წევრის, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის - ელმან ნასიროვის მიერ ,,რადიო თავისუფლებისათვის“ 2017 წლის 9 ივნისს მიცემული ინტერვიუც, რომელშიც მან განაცხადა, რომ აფგან მუხთარლის დაპატიმრება აზერბაიჯანის და ქართული სპეცსამსახურების ერთობლივი ძალისხმევის და ნაბიჯების შედეგად მოხდა (მომავალში მან ეს განცხადება უარყო).

საქმეზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის თვითკრიტიკული განცხადება  და  შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილება - საზღვრის დაცვის და კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსების გათავისუფლების თაობაზე, ცხადია, არ შეიძლება განხილული იქნას საკმარის რეაგირებად.

საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები აფგან მუხთარლის საქმეზე მკვეთრად კრიტიკული იყო და ისინი საქართველოს მთავრობას დროული და ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდებდნენ. მათ შორის, 2017 წლის 3 ივნისს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოხატა შეშფოთება მომხდარზე და მოუწოდა საქართველოს უზრუნველეყო სრული, გამჭვირვალე და დროული გამოძიება . გამჭვირვალე გამოძიების ჩატარების აუცილებლობა ხაზგასმულია ევროპარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის რეზოლუციაშიც. 2018 წლის 12 იანვარს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაკეთებული განცხადება, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო დეპარტამენტი ყურადღებით ადევნებს თვალყურს სავარაუდო გატაცების საქმეზე საქართველოში წარმოებულ გამოძიებას და ხედავს საფუძვლიანი, გამჭვირვალე და დროული გამოძიების ჩატარების აუცილებლობას, იმის მაჩვენებელია, რომ დაუშვებელია საქმეზე არსებული კითხვები და ეჭვები პასუხგაუცემელი დარჩეს. გამოძიების გაჭიანურება სერიოზულ ზიანს აყენებს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობას და სახელმწიფოს საერთაშორისო იმიჯს.

ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების მიერ აფგან მუხთარლის საქმეზე ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნის მიუხედავად, ამ დრომდე მიმდინარე გამოძიების პროცესი ხარვეზიანი და ნაკლებად ეფექტიანია. შესაბამისად, საქმის განსაკუთრებული პოლიტიკური და სოციალური მნიშვნელობის, ასევე გამოძიების პროცესში ამ დრომდე გამოკვეთილი არსებითი ხარვეზებისა  გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები  ერთობლივი განცხადებით მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია აფგან მუხთარლის საქმეზე და  მათ შორის,

უზრუნველყოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და უწყების სხვა რელევანტური პირების დაბარება, ასევე მთავარი პროკურორის მოსმენა საქმეზე,"- ნათქვამია განცხადებაში. 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  1. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
  2. კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  3. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  4. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი
  5. ადამიანის უფლებათა ცენტრი
  6. მედიისგანვითარებისფონდი (MDF)
  7. საქართველოს დემოკრატიული ინიციტივა (GDI)
  8. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  9. ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო (OSGF)
  10. საერთაშორისო გამჭირვალობა  (TI)
  11. მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი
  12. ინფორმაციისთავისუფლებისგანვითარებისინსტიტუტი (IDFI) 
  13. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  14. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  15. სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა)
  16. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
  17. ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის
  18. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  19. საინფორმაციო ცენტრების ქსელი
  20. საქარველოს ბიზნეს მედიაასოციაცია
  21. კონსტიტუციური კვლევების ცენტრი
  22. მმართვლობის მონიტორინგის ცენტრი
  23. მედიის ინსტიტუტი
  24. ტვ პირველი
  25. ლიბერალი
  26. მონიტორი
  27. ჯემნიუსი
  28. მედიაკლუბი
  29. ნეტგაზეთი
  30. ბათუმელები
  31. რუსთავი 2
  32. ტაბულა
  33. OC Media
  34. ON.ge

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^