Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველო კრიპტოვალუტის წარმოების მხრივ ერთ-ერთი ლიდერია

19 თებერვალი, 2018 12:33

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის დელეგაციას შეხვდა.

შეხვედრაზე მინისტრმა და მსოფლიო ბანკის ეკონომისტმა ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონში ჰანს ტიმერმა საქართველოში კრიპტოვალუტისა და blockchain-ის ტექნოლოგიების განვითარების საკითხი განიხილეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთა მხრიდან აღინიშნა, რომ საქართველოში ძალიან კარგად არის განვითარებული კრიპტოვალუტის – ბიტკოინის წარმოება და ზოგადად blockchain-ის ტექნოლოგიები. მეტიც, ამ მიმართულებით, ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია.

სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის დელეგაციის წარმომადგენლები საქართველოში აღნიშნული ტექნოლოგიების მდგომარეობით,  განვითარების ხედვითა და სამომავლო პერსპექტივით დაინტერესდნენ.

მსოფლიო ბანკის მისია შეხვედრებს გამართავს სხვა სამთავრობო უწყებებსა და კერძო სექტორში, სადაც blockchain-ის ტექნოლოგიები არის დანერგილი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^