Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კობახიძე ჩაბუქის გათავისუფლებაზე: თურქეთთან მეგობრული ურთიერთობა აუცილებლად გაგრძელდება

19 თებერვალი, 2018 15:05

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის გათავისუფლებასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ თურქეთთან მეგობრული ურთიერთობა გაგრძელდება:

„ეს იყო სასამართლოს მიერ მისაღები გადაწყვეტილება და სასამართლომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ჩვენ პატივს ვცემთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. რაც შეეხება საერთაშორისო პოზიციებს და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობას, ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ დავალაგოთ ურთიერთობა ყველა პირობებში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ვფიქრობ, მეგობრული ურთიერთობები აუცილებლად გაგრძელდება. მე ამაში დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად აისახება თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება ორი ქვეყნის ურთიერთობაზე. 

ცოტა ხნის წინ მოსამართლემ მუსტაფა ემრე ჩაბუქი საექსტრადიციო პატიმრობიდან გაათავისუფლა და აღკვეთის ღონისძიების სახით 1000 ლარის ოდენობით გირაოს გადახდა შეუფარდა. 

ჩაბუქი მე-9 თვეა, წინასაექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება. 

სასამართლო პროცესს ამერიკელი კონგრესმენები ესწრებოდნენ.

სახალხო დამცველს და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ თურქეთის რესპუბლიკაში მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიცია ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და ეროვნულ კანონმდებლობას . 

ამის შესახებ  სახალხო დამცველმა 5 თებერვალს სასამართლოს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა.

სასამართლოში სასამართლო მეგობრის მოსაზრება წარადგინა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმაც.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ თურქეთში მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიციის შემთხვევაში მის მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, ასევე თვითნებური და დისკრიმინაციული დევნის რისკი იქნება. 

----------

თურქეთის მხარის მოთხოვნით, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს. 

დაკავებულის ადვოკატებმა, დაკავებიდან რამდენიმე კვირაში ლტოლვილთა სამინისტროს ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმართეს. სამინისტრომ ჩაბუქს უარი უთხრა სტატუსზე; სამინისტროს გადაწყვეტილება მხარემ საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა სამინისტროს გადაწყვეტილება როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. 

Amnesty International საქართველოს მოუწოდებს, მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთს არ გადასცეს

მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში 2002 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას. 2002-2007 წლებში ბათუმის შაჰინის სკოლა-ლიცეუმის მასწავლებელი იყო. 2012-2016 წლებში „ჩაღლარის“ სასწავლო დაწესებულებების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა.

ბარათაშვილი: ხელისუფლებამ გააცნობიერა საფრთხე, რაც შეიძლება, ჩაბუქის ექსტრადიციას მოჰყვეს

რებეკა ჰარმსი: ჩაბუქის, მისი ოჯახისა და საქართველოს გამო ძალიან მიხარია

მუსტაფა ემრე ჩაბუქი: მადლობას ვუხდი ქართველ ხალხს

სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი საექსტრადიციო პატიმრობიდან გაათავისუფლა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^