Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რას გეგმავს სახელმწიფო ე.წ. მიხაილოვის საავადმყოფოსთან დაკავშირებით

19 თებერვალი, 2018 19:18

აღმაშენებლის #60-ში ყოფილ ე.წ. მიხაილოვის საავადმყოფოს კომპლექსში შემავალ შენობაში, რომელიც ცარიელია და უფუნქციო, გუშინ ხანძარი იყო.

შენობას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს.

2017 წლის მიწურულს ცეცხლი გაჩნდა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში, რომელიც ე.წ. მიხაილოვის საავადმყოფოს მსგავსად ცარიელი იყო და უმოქმედო.

ორივე შენობა სხვადასხვა დროს ინვესტორების ინტერესის საგანი იყო,  ამ გარემოებების გამო, საზოგადოების ნაწილმა შენობებში ხანძრის გაჩენა ინვესტორთა გეგმებს დაუკავშირა.

მართალია, ამ კუთხით რაიმე მტკიცებულება არ არსებობს, თუმცა აზრი, რომ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობებში მიზანმიმართულად ჩნდება ცეცხლი, საზოგადოებაში დიდი ხანია არსებობს.

საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ინფორმაციით, დამწვარია შენობის 1500კვ/მ ფართობი და ხანძრის მიზეზი ჯერ ცნობილი არაა. დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 188-ე მუხლით. 

ყოფილ „მიხაილოვის საავადმყოფოს“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და ამჯერად სახელმწიფო საკუთრებაშია.  თუმცა 5 წლის განმავლობაში შენობის მფლობელი რამდენჯერმე შეიცვალა.

2014 წელს შენობა, მთავრობის განკარგულებით, საქართველოს საპატრიარქოს გადაეცა. 

შემდეგ, 2015 წელს აღნიშნული შენობა პირდაპირი აუქციონით გასხვისდა კომპანიაზე - შპს „აღმა“. კომპანიამ  საინვესტიციო ვალდებულებები ვერ შეასრულა და, შესაბამისად, ის სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნდა.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტომ 2016 წლის 31 ოქტომბერს ცალმხრივად შეწყვიტა შპს „აღმასთან" (ს/კ 405040548) 2015 წლის 23 სექტემბერს გაფორმებული  ხელშეკრულება, აღმაშენებლის გამზ. N60 და N60ა-ში მდებარე უძრავი ქონების  პრივატიზების შესახებ.

როგორც სააგენტოდან აცხადებენ,  ხელშეკრულების მოშლის საფუძველს წარმოადგენდა შპს „აღმას“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა, მათ შორის, საბანკო გარანტიის წარმოუდგენლობა და საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობა.

ამის შემდეგ შპს „აღმამ“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის თაობაზე სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და შპს „აღმასთვის“ დარღვეული ვალდებულებების შესასრულებლად დამატებითი ვადის განსაზღვრა.

 თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის 09 თებერვალს შპს „აღმას“ სარჩელი არ დაუკმაყოფილა. 

„ლიბერალი“ დაინტერესდა, აქვს თუ არა რაიმე კონკრეტული გეგმა სახელმწიფოს ამ შენობებთან დაკავშირებით.

„ამ შენობას აქვს ძეგლის სტატუსი, შესაბამისად, სამომავლოდ შეიძლება, გავყიდოთ, მაგრამ გააჩნია ინვესტორის დაინტერესებას. მას ძეგლის სტატუსი უნდა შეუნარჩუნდეს“, - განუცხადეს „ლიბერალს“ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში.

„ტფილისის ჰამქრის“ წევრმა, ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილმა „ლიბერალს“ განუცხადა, რომ ყოფილი „მიხაილოვის საავადმყოფოში“ შემავალ შენობებს აქვს ძეგლის სტატუსი და ის პირველი საავადმყოფოა ამიერკავკასიაში. მისი თქმით, შენობა მდებარეობის გამო საინვესტიციო თვალსაზრისით საინტერესოა კერძო სექტორისთვის.

„ეს არის პირველი საავადმყოფო არა მარტო საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაში, თუმცა საუბარია, რომ რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზეც პირველი საავადმყოფო იყო. ახლა მიმდინარეობს კვლევა და ამ  ეს ინფორმაციაც ცნობილი გახდება მალე. მისი ისტორიული მნიშვნელობა და არქიტექტურული ღირებულება ერთმნიშვნელოვნად აშკარაა. 

ფასადი, რომელიც გამოდის აღმაშენებელზე,  არაა მთლიანი მოცულობა ნაგებობისა. ამ შენობას უკან აქვს უზარმაზარი ეზო და, საინვესტიციო თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, კერძო სექტორისთვის საინტერესოა. ამ კომპლექსის ოთხივე შენობას აქვს ძეგლის სტატუსი და ამ სტატუსიდან გამომდინარე, მისი დაცულობა უნდა იყოს გარანტირებული, მაგრამ ჩვენ გვაქვს სხვა სამწუხარო მაგალითები, როცა ამ სტატუსმა შენობა ვერ შეინარჩუნა“, - ამბობს ცირა ელისაშვილი „ლიბერალთან“.

ხანძარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობაში, რომელიც ცარიელია,  პოსტასაბჭოთა სივრცისთვის ახალი არ არის - ამბობს ცირა ელისაშვილი.

 „რაც შეხება ამ ტენდენციას, ეს შეიმჩევა პოსტსაბჭოთა სივრცეში და არ ხდება მხოლოდ საქართველოში. საეჭვო ვითარებაში ეკიდება ცეცხლი ისტორიულ ნაგებობებს, შემდეგ ამ ნაგებობების ადგილას ვიღებთ ახალ თანამედროვე განაშენიანებას. რამდენიმე თვის  წინ მსგავსი რამ მოხდა  მ. თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში, სადაც გაურკვეველ ვითარებაში გაჩნდა ხანძარი,  ახლა კი „მიხაილოვის საავადმყოფოში“.  წლების წინ ხანძარი გაჩნდა  ლერმონტოვის #8-ში, სადაც 4 შენობა დაიწვა , ისინი ამ მიზეზით დაანგრიეს და იქ ახლა პარკინგია.   „მხატვრის სახლთან“ მიმართებაშიც მისი დანგრევის მიზეზად ხანძარი დაასახელეს, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ასეთ ვითარებაში იყო სამოქალაქო ომის შემდეგ თბილისის პირველი გიმნაზიაც,  მაგრამ ის აღდგა.

ეს არის ძალიან საეჭვო და აპრობირებული მეთოდი, რასაც ემატება კიდევ ერთი რამ - ამ დამწვარი შენობების შესახებ შემდეგ  იდება კონსტრუქციული დასკვნა, სადაც  იწერება, რომ  კონსტრუქციულად  ეს შენობა აღარ ექვემდებარება  გამაგრებას“, - ამბობს ცირა ელისაშვილი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^