Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რატომ გაერთიანდნენ "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა" ჩოხატაურში

19 თებერვალი, 2018 19:58

"ჩვენთვის გასაკვირიც კია, რომ ეს თემა ახლა გახდა საყურადღებო. "ევროპულმა საქართველომ" თავიდანვე ცხადი გახადა, რომ მზადაა ითანამშრომლოს ყველა პროდასავლურ პარტიასთან. ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებში - სადაც საარჩევნო სისტემისა და არსებული პოლიტიკური გარემოს გამო ხელისუფლება განსაკუთრებით ძლიერიცაა და აგრესიულიც". - უთხრა "ლიბერალს" ირაკლი კიკნაველიძემ, "ევროპული საქართველოს" პრესსპიკერმა. 

შეგახსენებთ, რომ ჩოხატაურის საკრებულოში ახალი ფრაქცია "გაერთიანებული ოპოზიცია ჩოხატაურისთვის" ყალიბდება, რომლის ორი წევრი "ევროპული საქართველოდან" ხოლო ერთი - 'ნაციონალური მოძრაობიდან" იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია პირველად „გურიანიუსმა“ გაავრცელა. 

"ჩვენ დემოკრატიულ პარტიებს შორის თანამშრომლობა მიგვაჩნია ქართული ოცნების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურ გზად. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ სხვა აქტიურ ადამიანებთანაც, რომლებიც შესაძლოა ისეთ პარტიებშიც კი იყვნენ რომლებიც ჩვენთვის პრონციპულად მიუღებელია, თუ ისინი დატოვებენ პარტიას და გაიზიარებენ ჩვენს შეხედულებებსა და პრინციპებს" - ამბობს კიკნაველიძე.

"ევროპული საქართველო"  "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოეყო და პარლამენტში 21 მანდატი მიიღო. თვითმმართველობის არჩევნებში კი მათ მეორე - მესამე ადგილები, შესაბამისად, 17,08% და 10,4% -ით გაიყვეს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^