ბერლინის 68-ე საერთაშორისო ფესტივალზე, Berlinale Palast-ში ახალგაზრდა ქართველი მსახიობი ირაკლი კვირიკაძე დააჯილდოვეს.
ქართველმა მსახიობმა, ირაკლი კვირიკაძემ ევროპის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო მიიღო და 10 საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობს შორის მოხვდა.
ათეულში ირაკლი კვირიკაძე რეზო გიგინეიშვილის ფილმში - „მძევლები“ შესრულებული როლისთვის წარადგინეს.