Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

Welt: ბოლო 5 თვეში გერმანიაში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა გასამმაგდა

20 თებერვალი, 2018 15:16

„გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ბოლო თვების განმავლობაში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. სექტემბერში საქართველოდან გერმანიას თავშესაფრის მოთხოვნით 238-მა პირმა მიმართა, ოქტომბერში 355-მა, ნოემბერში 444-მა, დეკემბერში - 522-მა, იანვარში კი 745-მა" - ამის შესახებ გერმანული გამოცემა Die Welt წერს.

ბუნდესტაგის ქრისტიან-სოციალისტური კავშირის სპიკერმა მაიერმა განაცხადა, რომ „თუკი დინამიკა დროულად არ შეჩერდა, ევროკავშირმა ზომები უნდა მიიღოს და ვიზალიბერალიზაცია შეაჩეროს.

მისი თქმით მიუღებელია, რომ საქართველოს მოქალაქეები უვიზო რეჟიმს ბოროტად იყენებენ. „ისინი თავშესაფარს მისი მიღების ყოველგვარი პერსპექტივის გარეშე ითხოვენ, რათა მიიღონ ბენეფიტები და ისარგებლონ ჩვენი ჯანდაცვის სისტემიტ". სტატიაში ნათქვამია, რომ ქართველთა დიდი ნაწილი კრიმინალსაც სჩადის.

მისი თქმით, გათვალისწინებით იმისა, რომ ბოლო 4 თვის განმავლობაში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა გასამმაგდა, საპასუხო ზომების მიღებაა საჭირო.

სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოს თავშესაფრის მაჩვენებელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა 2012-2015 წლების შუალედშიც.

Die Welt წერს, რომ 2012 წელს თავშესაფარი 530-მა ადამიანმა მოითხოვა, 2015-ში კი 3200-მა. ამავდროულად, თავშესაფარი მაშინ 1%-ზე ნაკლებმა მიიღო, დღეს კი ეს მაჩვენებელი 2%-ს არ აღემატება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^