Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

TI თსუ-სა და სტუ-ს მიმართავს: რატომ კეთდება ერთსა და იმავე დოკუმენტზე სხვადასხვა განმარტება

20 თებერვალი, 2018 16:05

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ დღეს განცხადება გაავრცელა „ბოლო პერიოდში მიმდინარე საეჭვო და ნეგატიური ტენდენციის“ შესახებ, რომელიც საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების -  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პოზიციების შეცვლას უკავშირდება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორი წევრის დიპლომების კანონით დადგენილ საგანმანათლებლო საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე. 

TI: კომუნიკაციების კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე ვერ აკმაყოფილებს კვალიფიკაციის მოთხოვნებს 

TI: ბექაური კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეობისთვის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს 

TI: კახა ბექაურს დეკლარაციაში კომპანიები არასრულად აქვს მითითებული

კახა ბექაური TI-ის დასკვნას არაკვალიფიციურს უწოდებს 

კომუნიკაციების კომისია TI-ს მიმართავს, უარყოს რეპუტაციის შემლახველი ცრუ ინფორმაცია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ გამოაქვეყნა ორი კვლევა, რომელშიც საუბარი იყო, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის კახა ბექაურის მსგავსად, არც კომისიის კიდევ ერთი წევრის, მერაბ ქათამაძის საგანმანათლებლო ხარისხი უთანაბრდებოდა კანონით დადგენილ საგანმანათლებლო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. TI-ის განცხადებით, აღნიშნული დასკვნები  კახა ბექაურის შემთხვევაში, მთლიანად ეფუძნებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (თსუ) მიღებულ ოფიციალურ წერილს, ხოლო მერაბ ქათამაძის შემთხვევაში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან (სტუ) მიღებულ ოფიციალურ დოკუმენტს.

„შესაბამისი ინფორმაცია უნივერსიტეტებიდან „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ გამოითხოვა და ორივე შემთხვევაში დიპლომები პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველსაყოფად, კომისიის წევრების იდენტიფიცირების გარეშე, დაშტრიხული ფორმით მიაწოდა. უმაღლესი სასწავლებლებიდან, ერთგვაროვანი პასუხები მივიღეთ, რომ არც ერთი დიპლომი არ აკმაყოფილებდა თანამდებობისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

თუმცა მას შემდეგ, რაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ეს ინფორმაცია კონკრეტული კომისიის წევრების მითითებით გაასაჯაროვა, ორივე უნივერსიტეტმა მათი პირველადი ოფიციალური პოზიცია შეცვალა, რაც ძალიან საეჭვო ტენდენციაზე მიუთითებს და ტოვებს შთაბეჭდილებას გარედან შესაძლო ჩარევის შესახებ“, - აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“

„ამ ვითარებაში, 20 თებერვალს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გამოაქვეყნა მერაბ ქათამაძის დიპლომთან დაკავშირებული განცხადება, სადაც მოგვმართავს „დაუყოვნებლივ“ უარვყოთ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც  ეფუძნებოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორ, ლ. კლიმიაშვილის ხელმოწერილ დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ მერაბ ქათამაძისთვის 1981 წელს გაცემული დიპლომი, სპეციალობით “მართვის ავტომატიზებული სისტემები”, ინჟინერ-სისტემოტექინკოსის კვალიფიკაციით (სწავლის პერიოდი 1975-1981) არ უთანაბრდება კომისიის წევრისთვის კანონმდებლობით ჩამოთვლილ (ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის) აკადემიური ხარისხის მოთხოვნებს.  ამ ინფორმაციის გასაბათილებლად კომისია ასაჯაროებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, არჩილ ფრანგიშვილის ხელმოწერილ, 15 თებერვლით დათარიღებულ ახალ წერილს, სადაც პოზიცია შეცვლილია და ნათქვამია, რომ  „მერაბ ქათამაძის დიპლომი, სპეციალობით „მართვის ავტომატიზებული სისტემები“, ინჟინერ-სისტემოტექნიკოსის კვალიფიკაციით უთანაბრდება მაგისტრის დიპლომს ელექტრონული კომუნიკაციების მიმართულებით“.

კახა ბექაურის შემთხვევაში კი თსუ-ს ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი, ირინე დარჩია აცხადებს, რომ  “თსუ-ს პოზიცია საკითხის სიღრმისეულად შესწავლის” შემდეგ შეიცვალა და კახა ბექაურის დიპლომი კანონით დადგენილ საგანმანათლებლო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ირინე დარჩია ცოტა ხნით ადრე საპირისპიროს ამტკიცებდა.  

სამწუხაროდ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დროის მოკლე პერიოდში შეცვლილი პოზიციები, უარყოფითად მოქმედებს სასწავლებებლების რეპუტაციასა და პროფესიონალიზმზე როგორც ადგილობრივი საზოგადოების, ასევე უცხოელი პარტნიორების თვალში და კითხვებს აჩენს უნივერსიტეტების დამოუკიდებლობისა და მათ საქმიანობაში შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით.

შესაბამისად, მოვუწოდებთ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფოს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას საჯაროდ განმარტონ, თუ რატომ კეთდება ერთსა და იმავე დოკუმენტთან დაკავშირებით, დროის მცირე პერიოდში, განსხვავებული განმარტებები.

ასევე მოვუწოდებთ საქართველოს განათლების სამინისტროს, დაინტერესდეს აღნიშნული საკითხით და შეისწავლოს, თუ რამდენად პროფესიულად და ობიექტურად მოხდა უმაღლესი სასწავლებლების მიერ კომისიის წევრების დიპლომების შესწავლა; რამ განაპირობა მათი პოზიციების დროის მცირე მონაკვეთში ცვლილება და ადგილი ხომ არ ჰქონდა მათ საქმიანობაში ჩარევას პოზიციის შესაძლო შეცვლის მიზნით.“, - აცხადებს TI 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დღევანდელი განცხადებით, კომისიის წევრის, მერაბ ქათამაძის, საგანმანათლებლო ხარისხი უთანაბრდება ელექტრონული კომუნიკაციების მაგისტრის აკადემიურ ხარისხს. შესაბამისად, კომუნიკაციების ეროვნული კომისია მოითხოვს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ დაუყონებლივ უარყოს თავის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ კომისიის წევრის, მერაბ ქათამაძის დიპლომი ვერ აკმაყოფილებს  თანამდებობისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^