Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სერვისები აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის რეგიონებში - რა ითქვა დღეს გამართულ შეხვედრაზე

20 თებერვალი, 2018 19:07

აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის საჭირო სერვისებისა და პროგრამების გაფართოებაზე დღეს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრეს. აუტიზმის მქონე ბავშვების რეაბილიტაციის პროგრამას დღეს მხოლოდ თბილისისა და ქუთაისის მერია აფინანსებს. 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა და „ქართული ოცნება“ გეგმავს აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისთვის დღეს არსებული საჭიროებების სწრაფ ანალიზს და მთავრობისთვის შესაბამისი ტექნიკური დავალების მომზადებას.

„გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ  წარმატებული გამოცდილება და სერვისები, რომლებსაც შედეგი აქვს და გამართულია, გაფართოვდეს, გავრცელდეს რეგიონებში. გვესმის, რომ ერთ დღეში ეს ვერ მოხდება, რადგან აქ არ არის მხოლოდ დაფინანსების საკითხი, არამედ ადამიანური რესურსების პრობლემაა, ცნობიერების ამაღლების პრობლემა, ასევე დიაგნოსტიკისა და გამოვლენის,“ – ამბობს არჩილ თალაკვაძე.

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა, გელა ჩივიაშვილმა აუტიზმის სპექტრის დაღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამაზე ისაუბრა. მისი თქმით, პროგრამა 2015 წლიდანაა და თბილისის აქვს ეს სერვისი, თუმცა რეგიონებშიც მნიშვნელოვანია, არსებობდეს.

როგორც მან აღნიშნა დასაწყისში თბილისის მერია 345 ბავშვს აფინანსებდა, დღეს კი 787 ბავშვი იღებს დედაქალაქში ამ სერვისს.

„მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ წლების განმავლობაში უფრო ნათელი გახდა ხარვეზები, რაც ამ პროგრამის მუშაობისას გამოიკვეთა. პირველი პრობლემა არის ხელმისაწვდომობა და ამ სერვისის რეგიონებში გატანა, ვინაიდან რეგიონებში ამ სერვისების სერიოზული დეფიციტია. რაც თბილისმა დაიწყო ამ პროგრამის დაფინანსება მშობლებს უწევდათ ბავშვების რეგისტრირება თბილისში, რაც ამ ოჯახებისთვის პრობლემა იყო.  ასევე, ამ პერიოდის განმავლობაში გამოიკვეთა, რომ პრობლემაა სპეციალისტების დეფიციტი,“ - განაცხადა გელა ჩივიაშვილმა.

ორგანიზაციის „ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ“ წევრმა მარი კორკოტაძემ შეხვედრაზე ბავშვების საჭიროებებზე გაამახვილა ყურადღება.

მარი კორკოტაძემ თავის პრეზენტაციისას ისაუბრა, რომ  რეგიონებში არ არსებობს სერვისები, თუმცა, სადაც არის, ყველაგან ფინანსდება მუნიციპალიტეტებისგან. ასევე, არასაკმარისია სპეციალისტების რაოდენობა.

რა არის საჭირო იმისათვის, რომ სწორად  დავგეგმოთ აიტიზმის მქონე ბაშვენისა და მოზარდების  მომავალი ? – ამასთან დაკავშირებით მარი კორკოტაძემ აღნიშნა, რომ საჭიროა აუტიზმის სახელმწიფო სტრატეგია. მისი თქმით, მნიშველოვანია სამოქმედო გეგმის გაწერა იმისათვის რომ გვქონდეს  ხარისხიანი სერვისები ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური დაცვის სფეროში.

„ სტრატეგიის ფარგლებში უნდა მოხდეს სტატისტიკის შექმნა და ასახული ინდა იყოს სხვადასხვა სამინისტროების და მუნიციპალიტეტების ხედვა და პოლიტიკა, რომ აუტიზმის ერთიანი სახელწმიფო ხედვა არსებობდეს ქვეყანაში, „- ამბობს მარი კორკოტაძე.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) 2017 წლის მონაცემებით, მსოფლიოში ყოველი 160 ბავშვიდან ერთს აუტისტური სპექტრის დარღვევა აღენიშნება. შეხვედრაზე ითქვა, რომ  აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ადამიანებზე ზრუნვა კომპლექსური საკითხია და ის სხვადასხვა ინტეგრირებული სერვისის მიწოდებასა და სექტორთაშორის თანამშრომლობას მოითხოვს.  

შეხვედრა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით მოეწყო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^