Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შიდა ქართლში 50 მგვტ სიმძლავრის ქარის ელექტროსადგური აშენდება

21 თებერვალი, 2018 0:20

თურქული ენერგეტიკული ჰოლდინგი „ჩალიკ ენერჯი“ შიდა ქართლში 50 მგვტ სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურს ააშენებს და 75 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. 

საქართველოში ენერგეტიკული პროექტების, მათ შორის, განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისების საკითხები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „ჩალიკ ენერჯის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან, აჰმედ ჩალიკთან ანკარაში გამართულ შეხვედრაზე განიხილა.

„შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ქარის ელექტროსადგურების პროექტებზე, რომლებსაც „ჩალიკ ენერჯი“ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდთან თანამშრომლობით ავითარებს" - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 


 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^