Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მიხეილ ჩხენკელი: სკოლაში დასაქმებულ ყველა ადამიანს ხელფასი უნდა მოემატოს

21 თებერვალი, 2018 12:11

განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის თქმით, პირველ ეტაპზე სკოლაში ხელფასი მხოლოდ წამყვან და მენტორ მასწავლებელბს მოემატათ. ეს პედაგოგების წახალისების მიზნით გაკეთდა, მაგრამ მისი მიზანია, მოკლე ვადაში არა მარტო მათ, ყველა პედაგოგს და ტექნიკურ პერსონალსაც გაეზარდოს ანაზღაურება. ჩხენკელმა კომენტარი იმ კითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომ პედაგოგები მხოლოდ წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისთვის ხელფასების მომატების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ.

„გვინდა, წავახალისოთ მასწავლებელი, რათა გადავიდეს შემდგომ საფეხურზე, რომ მან აიმაღლოს კვალიფიკაცია, შესაბამისად, ეს მათთვისაც არის სტიმული, რომ მიაღწიონ ამ საფეხურს. მინდა გითხრათ, რომ ზოგადად, მასწავლებლის ანაზღაურების საკითხი ძალიან სერიოზული თემაა და ჩემი პირადი აზრია, რომ უკლებლივ ყველა მასწავლებლის ხელფასი უნდა იყოს უფრო მაღალი და ამ მიმართულებით ჩვენ მაქსიმალურად ვმუშაობთ, რომ მივაღწიოთ ამ მიზანს საკმაოდ მოკლე ვადებში, რომ ყველა მასწავლებლის ხელფასი გაიზრდოს“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

განათლების მინისტრის აზრით, პედაგოგებთან ერთად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტექნიკური პერსონალიც, რომელსაც სკოლაში საკმაოდ მძიმე სამუშაო აქვს. „საკმოდ რთულია როგორც პედაგოგის, ასევე ტექნიკური პერსონალის მოღვაწეობა სკოლაში, შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სკოლაში დასაქმებული ყველა ადამიანის - პედაგოგის, ადმინისტრაციის და ტექნიკური პერსონალის ხელფასებმა უნდა მოიმატონ“, - განაცხადა ჩხენკელმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^