Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქართულ ლიმონზე, კივიზე, ჩირსა და სხვა პროდუქტებზე თურქეთში დაწესებული კვოტები გაუქმდა

21 თებერვალი, 2018 17:00

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო და თურქეთი თავისუფალი ვაჭრობის არსებული შეთანხმების გაფართოებაზე შეთანხმდნენ.

ქართულ დელეგაციას ანკარაში გამართულ შეხვედრებზე  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ხელმძღვანელობდა, თურქეთის დელეგაციას კი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი ნიჰათ ზეიბექჩი.

სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმების ფარგლებში, ქართულ ლიმონზე, კივიზე, ყურძენზე, ჩირზე, ხილისა და ბოსტნეულის კონსერვებსა და წვენებზე, საკვებ ინგრედიენტებზე დაწესებული კვოტები გაუქმდა. გარდა ამისა, კვოტები გაიზარდა ისეთ პროდუქციაზე, როგორიცაა თაფლი, რომელზეც თურქეთში მოთხოვნა საკმაოდ დიდია. კვოტები, აგრეთვე, გაიზარდა ცოცხალ ცხვარსა და თხაზე, მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე.

სამინისტროს ცნობით, დიმიტრი ქუმსიშვილმა და ნიჰათ ზეიბექჩიმ ასევე განიხილეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ფართო სპექტრი, მათ შორის, საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის ე.წ. დიაგონალური კუმულაციის მეთოდის დროული ამოქმედება, რომელიც საქართველოს საშუალებას მისცემს, გაზარდოს ექსპორტის მოცულობა.



 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^