Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა - „ლიბერალის“ ჟურნალისტის საქმე გადაკვალიფიცირდა

21 თებერვალი, 2018 19:31

„ლიბერალის“ ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს (154-ე მუხლი). თავდაპირველად აღნიშნულ საქმეზე 2016 წლის მარტში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო (ნივთის დაზიანება ან განადგურება)

„ლიბერალს“ სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, რომ აღნიშნულ საკითხზე სახალხო დამცველის რეკომენდაცია, რომელიც 2017 საპარლამენტო ანგარიშშიც არის ნახსენები, პროკურატურამ გაითვალისწინა და გამოძიების მუხლი გადაკვალიფიცირდა 187-ედან 154-ე მუხლზე.

„იქედან გამომდინარე, რომ ჟურნალისტები პროფესიულ საქმიანობას ეწეოდნენ და ამ პროცესში კამერები დააზიანეს, სახლხო დამცველმა აღნიშნული ფაქტისთვის სათანადო კვალიფიკაციის მიცემა - გამოძიების ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის კუთხით წარმართვა მოითხოვა. სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა პროკურატურასაც და შსს-საც. 2018 წლის 22 იანვარს პროკურატურიდან მივიღეთ წერილი, რომლითაც გვაცნობეს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე  კვალიფიკაცია შეიცვალა და ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლით“.

2016 წლის 14 მარტს თსუ-ის პირველ კორპუსში სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ორგანიზებულ აქციაზე „ლიბერალის" ჟურნალისტს, ბასტი მგალობლიშვილს მუშაობის პროცესში ფოტოაპარატი გამოართვეს და იატაკზე დაანარცხეს. 

HRHT „ლიბერალის" ჟურნალისტების საქმეზე მუხლის გადაკვალიფიცირებას მოითხოვს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

24 ივნისი
24 ივნისი

თურქეთში გამართული არჩევნების წინასაწარი ...

თურქეთში გამართულ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში ამ დროისთვის დათვლილი ხმების მიხედვით რეჯეფ თაიფ ერდოღანი ...
24 ივნისი
24 ივნისი

შსს: ზურაბ აბაშიძის მიმართ დისკრიმინაციი ...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზურაბ აბაშიძის მიმართ დისკრიმინაციის მოტივით განხორციელებული ძალადობის ფაქტი გახსნა. ამის შე ...
24 ივნისი
24 ივნისი

ერდოღანი: ამ არჩევნებით თურქეთი აწყობს დ ...

თურქეთში დღეს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები  ჩატარდა. საარჩევნო უბნები 17:00 საათზე დაიხურა. როგორ Reuters ...
^