Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო ►დათო ტურაშვილი - პირველი ქართველი ავტორი Books at Berlinale-ზე

22 თებერვალი, 2018 10:48



დათო ტურაშვილის „სხვა ამსტერდამი“ ბერლინალეზე 12 საუკეთესო წიგნს შორის მოხვდა.

უკვე მეცამეტე წელია, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე კინოპროდიუსერები და გამომცემლები დიდი ინტერესით ელოდებიან სექციას - Books at Berlinale ( „წიგნები ბერლინალეზე“). კინოინდუსტრიისა და საგამომცემლო სახლების პოტენციური თანამშრომლობისთვის ეს ერთ-ერთი საუკეთესო პლატფორმაა ევროპაში.

Books at Berlinale ბერლინალეს co-production market-ის ნაწილია, რომელიც 2006 წელს დაარსდა. პროექტი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან ერთად ხორციელდება და ყოველწლიურად აქ უამრავი ლიტერატურული ნაწარმოები იგზავნება, საიდანაც ჟიური 12 საუკეთესოს არჩევს. აქცენტი ფილმის სცენარად კარგად ადაპტირებად ტექსტებზე კეთდება და შერჩეულ ფინალისტებს კინოფესტივალის მიმდინარეობისას წარადგენენ.

წელს პირველად ამ პროგრამაში ქართველი ავტორის წიგნიც მოხვდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს, როგორც 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმრისადმი გამორჩეულ ინტერესს.

დათო ტურაშვილის „ სხვა ამსტერდამი“ ბერლინში გამართულ ღონისძიებაზე ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ წარადგინა. საღამოს წიგნის ავტორიც ესწრებოდა, რაც, როგორც წესი, იშვიათად ხდება ხოლმე. ტურაშვილი წამყვანმა ასე წარადგნინა: „ახლა კი წარმოგიდგენთ წიგნს ჩვენი წლევანდელი სტუმარი ქვეყნიდან, საქართველოდან. დათო ტურაშვილი -  ეს არის ავტორი, რომელსაც უფრო მეტი წიგნი აქვს გაყიდული  საქართველოში, ვიდრე ჯ.ქ. როულონგის. წარმოიდგინეთ, როგორი პოპულარულია ის“.

„სხვა ამსტერდამი" 2015 წელს ბაკურ სულაკაურმა გამოსცა. მასში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ამბები და ავტორის ჰოლანდიური შთაბეჭდილებებია გადმოცემული.

მასალა მომზადებულია ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს" მხარდაჭერით

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 აპრილი
23 აპრილი

202-ე პანსიონიდან ბავშვის გადმოვარდნის ფ ...

ფონიჭალაში -  202-ე უსინათლო ბავშვთა პანსიონის მეორე სართულიდან ბავშვი გადავარდა. მოზარდი მრავლობითი მოტეხილობებით, ...
23 აპრილი
23 აპრილი

ერევანში სტუდენტებმა სწავლა შეწყვიტეს და ...

სომხური მედიის ცნობით, დღეს დილიდან რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტები გაიფიცნენ და აწყობენ მსველობას ცენტრალური მოედნის ...
22 აპრილი
22 აპრილი

სოლიდარობა სომეხ ხალხს - სომხეთის საელჩო ...

დღეს 22:00 საათზე სომხეთის საელჩოსთან სომეხი ხალხის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება.  თბილისში შეკრებილები, ერევანში ...
^