Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სოფიო ხუნწარია: ბიბლიოთეკის პერსონალმა და გარემომ 21-ე საუკუნის სტანდარტებს უნდა უპასუხოს

22 თებერვალი, 2018 12:49

თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დედაქალაქის ბიბლიოთეკების ხელმძღვანელებს შეხვდა და ამ დაწესებულებებში დაგეგმილ რეფორმაზე იმსჯელეს. სოფიო ხუნწარიას თქმით, ბიბლიოთეკარების მხრიდან გარკვეული პროტესტი მოჰყვა მოდერნიზაციის გადაწყვეტილებას, რადგან, მისი თქმით, ინფორმაცია ისე გავრცელდა, თითქოს ბიბლიოთეკების დახურვა იგეგმებოდა. ხუნწარია განმარტავს, რომ რეფორმით მერია დაწესებულებებში არსებული პრობლემების მოგვარებას შეეცდება.

„ბიბლიოთეკა დღეს კულტურის სამინისტროს სსიპ-ია და თბილისის მერია აფინანსებს, რაც სამართლებრივად აბსოლუტურად გაუმართავია. ასევე, თბილისის 36 ბიბლიოთეკიდან 30 ინფრასტრუქტურულად მძიმე მდგომარეობაშია და მესამე პრობლემა, რომელიც არსებობს, წიგნის ფონდებს და ზოგადად, წიგნის შენახვის საკითხს ეხება“, - თქვა სოფიო ხუნწარიამ.

მერია რეფორმირებით თბილისის ბიბლიოთეკებისა და სამი მედიათეკის გაერთიანებას ახალი ა(ა)იპ-ის დაფუძნებით გეგმავს. ხუნწარიას თქმით, დაბალია ბიბლიოთეკარების ხელფასები და შეუსაბამოა გარემო მკითხველისთვის. ამიტომ, სისტემა მთლიანად უნდა განახლდეს, ხოლო დასაქმებულმა პერსონალმა გარკვეულ სტანდარტებს უპასუხოს. ამისთვის მერია პერსონალს გადაამზადებს და ტესტირებას ჩაუტარებს.

„გადამზადება ბუნებრივია, იმ საბიბლიოთეკო სტანდარტების მიხედვით მოხდება, რომელიც დღეს არსებობს. ახალ ა(ა)იპ-ში თანამშრომლების მიღება ტესტირების დროს ბარიერის გადალახვის შემდეგ მოხდება და კულტურის სამინისტროში არსებული სსიპ-ი გაუქმდება, რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უნდა დაფუძნდეს ახალი აიპ-ი. ეს არის ის სქემა, რომელსაც უნდა მივყვეთ“, - თქვა სოფიო ხუნწარიამ და დასძინა, რომ რეფორმის შედეგად, თბილისში არსებული ბიბლიოთეკები სერვისებზე ორიენტირებული გახდება და მეტ მკითხველს მოიზიდავს.

თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის დირექტორმა ზურაბ წერეთელმა კი ბიბლიოთეკების თანამშრომლებს მოუწოდა, დაგეგმილ ტრენინგებს დაესწრონ და ტესტირებაში მონაწილეობა მიიღონ.

„ტესტირების შესახებ ყველანი წინასწარ მიიღებთ იმ ინფორმაციას, თუ რა ტიპის შეკითხვები იქნება. ჯერჯერობით, სამუშაო პროცესია და ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის“, - უთხრა ზურაბ წერეთელმა შეხვედრის მონაწილეებს.

ფოტო: თბილისის მერია

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^