გუშინ ხაშურიდან გამოპარულ ბავშვს, რომელსაც თბილისის ზოოპარკის ნახვა უნდოდა, დაწესებულება მასპინძლობს. თბილისის ზოოპარკში დაწესებულების დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ დათო ნოზაძე ზოოპარკის დასათვალიერებლად დღეს მიიპატიჟა. მოზარდის თქმით, მას ყველაზე მეტად გველების, ვეფხვის და ლომის ნახვა აინტერესებს.
10 წლის ბავშვი პატრულის თანამშრომლებმა გუშინ თბილისში დაკარგული იპოვეს. როგორც მან თქვა, სახლიდან დაუკითხავად ზოოპარკის სანახავად წამოვიდა და პატრულის თანმშრომელმა ბიჭი სახლში დააბრუნა.
მან სპილო გრანდს სტაფილო აჭამა.
სტაფილოს გარეშე არც აქლემი ვილი დარჩა.