Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კულტურის სამინისტრო „არილის“, „დილის“ და „ახალი საუნჯის“ გამოცემას დააფინანსებს

22 თებერვალი, 2018 14:01

მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭომ გამოავლინა ჟურნალები, რომლებსაც კულტურის და სპორტის სამინისტრო 2018 წელს დააფინანსებს. გამარჯვებული გამოცემებია საბავშვო ლიტერატურული ჟურნალი - „დილა“ და ლიტერატურული ჟურნალები  „არილი“ და „ახალი საუნჯე“.

„მწერალთა სახლის“ ინფორმაციით, მათ კონკურსი ლიტერატურული ჟურნალებისთვის დაფინანსების მოსაპოვებლად წელს 31 იანვარს გამოაცხადეს. „სულ შემოვიდა ხუთი განაცხადი.  საბავშვო ჟურნალების კონკურსზე წარდგენილი იყო ერთი ჟურნალი: „დილა“. ლიტერატურული ჟურნალების კონკურსზე - ოთხი ჟურნალი: „არილი“; „ცისკარი“, „ლიტერატურული პალიტრა“, „ახალი საუნჯე“, - წერს მწერალთა სახლი.

მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში რატი ამაღლობელი, ლევან ბერძენიშვილი, ზვიად კვარაცხელია, თინა მამულაშვილი, ზვიად რატიანი, ხათუნა ცხადაძე და ბესო ხვედელიძე შედიან.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^