Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„რუსთავი 2-ის" საქმის მოსამართლე ნათია გუჯაბიძე მოსამართლედ უვადოდ დაინიშნა

22 თებერვალი, 2018 17:06

„რუსთავი 2-ის“ საქმის მოსამართლე ნათია გუჯაბიძე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ დანიშნა. მას საბჭოს 15 წევრიდან ხმა 12-მა მისცა. 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში „რუსთავი 2-ის" საკუთრებასთან დაკავშირებული დავა შორენა ყაველაშვილის, ნატალია ნაზღაიძისა და ნათია გუჯაბიძის კოლეგიამ განიხილა. კოლეგიამ მიიჩნია, რომ ხალვაშსა და მის კომპანიასთან „რუსთავი 2-ის“ წილის დათმობის შესახებ ამორალური გარიგება გაფორმდა და უცვლელი დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

2016 წლის 1 ივნისს „რუსთავი 2-ის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ „2014 წელს ნათია გუჯაბიძეს სახელმწიფოს მხრიდან გამოეყო სახსრები. მან განაცხადა, რომ არ ჰქონდა საცხოვრებელი სახლი თბილისში და სამოსამართლეო უფლებამოსილების განხორციელებისთვის სჭირდებოდა ანაზღაურება, რაც მიღებული პრაქტიკაა. აღმოჩნდა, რომ მას ეს სახლი ჰქონდა და ბინას ქირაობდა დედისგან. შესაბამისად, იგი ამ თანხას ითვისებდა“. ეს ცნობილი გახდა იუსტიციის საბჭოსთვის. იუსტიციის საბჭომ დაიწყო მოკვლევა.

გვარამიას განცხადებების საპასუხოდ, მოგვიანებით განცხადება გაავრცელა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ.

საბჭომ განმარტა, რომ მთელი სამოსამართლო კარიერის მანძილზე ნათია გუჯაბიძის მიმართ არასდროს გამოყენებულა დისციპლინური სახდელი ან ზემოქმედების ღონისძიება (სარეკომენდაციო ბარათის ჩათვლით) რაიმე დისციპლინური გადაცდომისათვის. ასევე, საბჭოს არასდროს მიუმართავს პროკურატურის ორგანოებისათვის მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი გამოძიების დაწყების წინადადებით.

ნათია გუჯაბიძის ბიოგრაფია

ნათია გიჯაბიძე სამოსამართლეო კარიერას 2005 წლიდან ეწევა.

2005-2012 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;

2007-2012 წლებში მივლინებული იყო და მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში;

2012-2015 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე;

2015 წლის 22 სექტემბერს გათავისუფლდა მოსამართლის თანამდებობიდან უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო;

2016 წლის იანვრიდან გამწესდა მოსამართლედ თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^