Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კომუნიკაციების ეროვნული კომისია: 2012-17 წლებში სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მზარდია

22 თებერვალი, 2018 16:28

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2012-2017 წლების სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლების ანალიზი გამოაქვეყნა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს, რომ 2012-2017 წლების მონაცემებით სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მზარდია. 

დოკუმენტის მიხედვით, 2012 წლიდან 2017 წლის ჩათვლით სარეკლამო შემოსავლები 25,658,525 ლარით გაიზარდა (63,355,996 ლარიდან 89,014,521 ლარამდე გაიზარდა), თუმცა აღსანიშნავია, რომ ამავე დოკუმენტის მიხედვით, გაიზარდა მაუწყებლების რაოდენობაც - კერძოდ მაუწყბელთა რიცხვი 54–დან 98-მდე არის გაზრდილი, ხოლო ეროვნული ღია საეთერო მაუწყებლების რაოდენობა (საზოგადოებრივი მაუწყებლის ჩათვლით) 2012 წლიდან დღემდე 4–დან 21-მდე გაიზარდა.

კერძო ტელემაუწყებლების მიერ კომისიაში წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით, მათი შემოსავლის ძირითადი წყარო რეკლამა, სპონსორი, პროდუქტის განთავსება და ტელეშოპინგია. 

აღნიშნული შემოსავლების მიხედვით ორ მედიაჰოლდინგს ჯამში საქართველოს სარეკლამო ბაზრის 81% უჭირავთ: შპს „ტელეიმედი“ („ტელეკომპანია იმედი“, “GDS”, და „მაესტრო“) და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ („რუსთავი 2“, „კომედი არხი“ და „მარაო“). 

GNCC-ის განცხადებით 2017 წელს ორმა უდიდესმა მედიაჰოდინგმა საკუთარ არხებზე სარეკლამო დროის ექსკლუზიური გაყიდვის უფლება შპს „ინტერ მედიას“ გადასცეს. 

„ზოგიერთ შემთხვევაში სარეკლამო სააგენტოები რეკლამის დამკვეთისგან რეკლამის განთავსებისათვის გადახდილი თანხის 27% იტოვებდნენ, ხოლო ზოგ შემთხვევაში ეს თანხა 33%-ს აღწევდა. ამ და სხვა კომპანიებიდან რეკლამაში გადახდილი თანხების შესწავლამ ცხადი გახადა, რომ მთლიანი სარეკლამო შემოსავლები ტელეკომპანიებამდე არ მისულა, შესაბამისად ეს თანხა მათ შემოსავლებში არ აისახა

აღსანიშნავია, რომ 2017 წლამდე სარეკლამო სააგენტოების მომსახურების განაკვეთი 5-7 % პროცენტამდე მერყეობდა. ხოლო იმ სტრუქტურით რომელიც 2017 წელს შეიქმნა, გარდა აღნიშნული 7%-ისა, დამატებით სარეკლამო ბაზრის მთლიანი შემოსავლების არაკლებ 20% ტელეკომპანიების მიღმა დარჩა. შესაბამისად შემცირებულია არა სარეკლამო ბაზარი, არამედ ტელევიზიებში შესული თანხები“, - წერია ანგარიშში 

ანგარიშში ნათვამია, რომ 2017 წელს, აღნიშნულ ორ მედია ჰოლდინგს იგივე პრინციპით რომ გაეყიდა რეკლამა როგორც ამას 2016 წელს აკეთებდნენ, 15 031 975 ლარით მეტს მიიღებდნენ, რაც იმ ახალი გაყიდვების სტრუქტურით არის გამოწვეული, რაც კომპანიებმა 2017 წელს შექმნეს. 2018 წლიდან აღნიშნული სისტემით რეკლამის გაყიდვაზე ჰოლდინგებმა თავად თქვეს უარი და დღეს იგივე სისტემა აღარ მოქმედებს. 

GNCC-ის მონაცემებით, პროდუქტის განთავსებიდან ტელეკომპანიების შემოსავლები 2017 წელს 2016 წელთან შედარებით 38%–ით გაიზარდა. გასულ წელს იმ კერძო ტელეკომპანიების საერთო სარეკლამო შემოსავლები, რომლებსაც საკუთარი სარეკლამო დროის გაყიდვის უფლება არ ჰქონდათ გადაცემული ექსკლუზიურად შპს „ინტერ მედიასთვის“ მათი ჯამური შემოსავლები 23% -ით გაიზარდა. 

 

ანგარიშის მიხედვით, „რუსთავი 2-ის“ 2015 წლის მეოთხე კვარტლის შემოსავალი 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 55%–ით არის შემცირებული.  

 

მაუწყებლების მიერ დეკლარირებული შემოსავლების მიხედვით, 2017 წელს 2016 წელთან შედარებით, შემოსავლები 14%-ით შემცირდა, თუმცა კომისიის მიერ ჩატარებული სარეკლამო შემოსავლების შედარებითი ანალიზის მიხედვით, 2017 წელს შემოსავლები 3%-ით გაიზარდა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^