Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რკინიგზა თბილისში - კვლევის შედეგები

22 თებერვალი, 2018 20:49

დღეს გაიმართა კვლევის „სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხი თბილისში“ შედეგების პრეზენტაცია და საჯარო დისკუსია ამავე თემაზე. კვლევა მიზნად ისახავდა დედაქალაქში არსებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობის რამდენიმე შესაძლო სცენარის შედარებას.

დოკუმენტი მომზადდა პროექტ „Public Policy Discourse and Dialogue Platform“ ფარგლებში, რომელიც „პი ემ სი“-ის კვლევითი ცენტრის მიერ ხორციელდება.

კვლევაში განხილულია სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობის 4 ვარიანტი და სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით შეფასებულია მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.

1) ურბანული; 2) უსაფრთხოებასთან დაკავშირებული; 3) ეკოლოგიური; 4) ეკონომიკური.

სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობის ოთხი სცენარი ასე გამოიყურება: 

  1. არსებული სიტუაციის შენარჩუნება;
  2.  შემოვლითი რკინიგზის ხაზი 2009 წლის პროექტის მიხედვით;
  3.  სარკინიგზო გვირაბი ნავთლუღიდან დიდუბემდე;
  4.  ქალაქში მაგისტრალური სარკინიგზო ხაზისა და ცენტრალური სადგურის შენარჩუნება, ხოლო, მაგისტრალური ხაზის გარდა, დიდუბე-ნაძალადევის რაიონში დარჩენილი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ქალაქის პერიფერიულ რაიონებში გადატანა.  

  • 1 ვარიანტი

ოთხი ვარიანტიდან ერთ-ერთი არსებული სარკინიგზო გზის შენარჩუნებაა. მოცემული ვარიანტი გულისხმობს არსებული სიტუაციის შენარჩუნებას ცვლილებების გარეშე. ამჟამად რკინიგზა გადაკვეთს თბილისს მტკვრის მარცხენა ნაპირს ზაჰესიდან აფრიკის დასახლებამდე. თბილისის სარკინიგზო კვანძში შედის 11 სადგური.

„კვლევის თანამხმად, დედაქალაქში რკინიგზის მოწყობის არსებულ მეთოდს ახასიათებს ყველაზე უარყოფითი მაჩვენებლები ურბანული სივრცის ეფექტიანი გამოყენების, ავარიის შემთხვევაში რკინიგზის ახლოს მცხოვრებ მოსახლეობაზე ზემოქმედების და ქალაქის ცენტრალური ეკოლოგიური დაბინძურების კუთხით და მოითხოვს ცვლილებებს“.

  •  2 ვარიანტი

ეს არის შემოვლითი რკინიგზა, რომელიც 2009 წელს დაიგეგმა და მისი მშენებლობა 2011 წელს დაიწყო. რომლის  თანახმადაც ქალაქის ცენტრში რკინიგზის 10 კმ. ხაზის და სხვა სარკინიგზო ინფრასტრუქტურის (სადგურების, დეპოების, ჩიხების და ა.შ.) დემონტაჟი და მისი თბილისის ზღვის ჩრდილოეთით გადატანა იგეგმებოდა. პროექტის მიხედვით, სატვირთო გადაზიდვები გადავიდოდა თბილისის ზღვის ჩრდილოეთით 27-კილომეტრიან მონაკვეთზე.

აღნიშნულ კვლევაში ვკითხულობთ, რომ პროექტის ფარგლებში, უქმდებოდა თბილისის ცენტრალური სამგზავრო სადგური და მის ნაცვლად ხდებოდა დიდუბისა და ნავთლუღის 15 სადგურის რეკონსტრუქცია, რომლებიც შესაბამისად, მოემსახურებოდა დასავლეთისა და აღმოსავლეთის სამგზავრო რეისებს.

პროექტის შედეგად, ურბანული განვითარებისთვის თავისუფლდებოდა 73 ჰექტარი ტერიტორია. ქალაქის ცენტრში რკინიგზისგან გამოთავისუფლებულ ფართობზე იგეგმებოდა საცხოვრებელი და კომერციული ობიექტებისა და ავტომაგისტრალის მშენებლობა.

2012 წელს, როცა უკვე ჩატარებული იყო 213 მილიონი დოლარის ღირებულების სამუშაო, ანუ სამუშაოების 60%, პროექტი გაჩერდა.

შეჩერების მიზეზი გახდა საკონსულტაციო კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევა. კვლევაში ნათქვამია, რომ ეს პროექტი 57 %-ით გააძვირებდა თბილისის სარკინიგზო მონაკვეთზე საოპერაციო ხარჯებს.

კვლევაში აღნიშნულია, რომ შემოვლითი გზა არსებულთან შედარებით გააუმჯობესებს სიტუაციას ურბანული კუთხით,  თუმცა მის ნაკლად მიჩნეულია თბილისის ზღვის დაბინძურების საფრთხე  და შედეგად გრძელვადიანია უარყოფითი ეფექტი; ასევე, გაუარესდება რკინიგზის ხელმისაწვდომობა მგზავრებისა და რკინიგზასთან დაკავშირებული საწარმოებისთვის. 

  • 3 ვარიანტი

ამ  ვარიანტის განხორციელების შემთხვევაში ნავთლუღსა და დიდუბეს შორის მდებარე სარკინიგზო მაგისტრალი გადავა გვირაბში, ხოლო არსებულ მონაკვეთი გათავისუფლდება სარკინგზო ინფრასტრუქტურისგან. ასეთი მოცემულობაშო შემთხვევაში უქმდება რკინიგზის ცენტრალური სადგური და სამგზავრო გადაყვანებს მოემსახურება სადგური „საკვანძო“ ნავთლუღში. ჯამში გამოთავისუფლდება 70-ზე მეტი ჰექტარი ფართობი დიდუბის, ნაძალადევის, ჩუღურეთის და ისნის რაიონში.

კვლევის მიხედვით ყველაზე დადებითად ნავთლუღი-დიდუბის სარკინიგზო ხაზის გვირაბში გატანამ მიიღო.  

  • 4. ვარიანტი

მეოთხე ვარიანტად განხილულია  რკინიგზის ნაწილობრივ გადატანა, რა დროსაც შენარჩუნდება თბილისის ფარგლებში გამავალი ორლიანდაგიანი ელექტრიფიცირებული მაგისტრალის და ცენტრალური სამგზავრო სადგური. რაც ასევე ნიშნავს, რომ სადგურ ნავთლუღსა და დიდუბეს შორის ტერიტორიის სარკინიგზო ინფრასტრუქტურისგან გამოთავისუფლდება.

„დეპოები, ჩიხები, სატვირთო ტერმინალები და რკინიგზასთან დაკავშირებული სხვა ობიექტები იქნება ნაწილობრივ გაუქმებული, ნაწილობრივ გადატანილი ქალაქის ნაკლებად დატვირთულ პერიფერიულ ნაწილებში,

სარკინიგზო მაგისტრალის მთელს სიგრძეზე მოეწყობა ხმაურისგან და ავარიისგან დამცავი ღონისძიებები “,- ნათქვამია კვლევაში.

გვირაბის შემდეგ ყველაზე დადებითი შეფასება მიიღო რკინიგზის ნაწილობრივმა გადატანამ. 

ქვემოთ მოცემულია ცხრილში, სადაც განხილულ ვარიანტებს კვლევისას მიენიჭა ქულები ურბანული, უსაფრთხოების, ეკოლოგიის და ეკონომიკური კრიტერიუმების მიხედვით. ქულა 1 ნიშნავს საუკეთესოს, ხოლო 4 ყველაზე ცუდს.

კვლევის ავტორის რეკომენდაციების მიხედვით, ვარიანტი #1, ანუ არსებული სარკინიგზო ხაზი  ვერ აკმაყოფილებს ქალაქის თანამედროვე საჭიროებებს ურბანული, უსაფრთხოებისა და ეკოლოგიური თვალსაზრისით და მოითხოვს ცვლილებებს.

„ალტერნატივების შედარებითი ანალიზის დროს გამოიკვეთა, რომ საუკეთესო მაჩვენებლები ურბანულ, უსაფრთხოებისა და ეკოლოგიურ განზომილებების თვალსაზრისით აქვს ნავთლუღი-დიდუბის სარკინიგზო მონაკვეთის გვირაბში გადატანას; ასევე, ქალაქში მაგისტრალური სარკინიგზო ხაზისა და ცენტრალური სადგურების შენარჩუნებას; ხოლო, დიდუბე-ნაძალადევის რაიონში (მაგისტრალური ხაზის გამოკლებით) საუკეთესო მაჩვენებელი დარჩენილი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ქალაქის პერიფერიულ რაიონებში გადატანამ დაიმსახურა. თუმცა აუცილებელია, რომ საუკეთესო ვერსიის შესარჩევად, დამატებით ჩატარდეს ეკონომიკური ეფექტის შესწავლა“, - განაცხადა კვლევის ავტორმა გიორგი ბაბუნაშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^