Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ადვოკატი: ჩაბუქი შიშობს, რომ არსებობს გატაცების საფრთხე, ვითხოვთ დაცვის სპეციალურ პროგრამას

23 თებერვალი, 2018 11:40

როგორც მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატი სოსო ბარათაშვილი აცხადებს, ჩაბუქი შიშობს, რომ არსებობს მასზე თავდასხმის, გატაცებისა და მისი სიცოცხლის ხელყოფის საფრთხე, რის გამოც, მთავარ პროკურორს დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვის შესახებ მიმართავენ.

ადვოკატის თქმით, აზერბაიჯანში დაფიქსირდა შემთხვევა, როცა მსგავსი ბრალდებით საექსტრადიციო პატიმრობიდან გათავისუფლებული პირი გაიტაცეს და თურქეთში აღმოჩნდა. 

„საქართველოს მთავარ პროკურორს მივმართეთ მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის თაობაზე. როგორც ცნობილია, მისი მეუღლე და ორი არასრულწლოვანი შვილი ჩართულნი არიან ამ პროგრამაში.  ჩაბუქის გათავისუფლების შემდეგ კვლავ გაჩნდა სოციალურ ქსელებში ინფორმაცია, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ არსებობს მისი სიცოცხლის ხელყოფის საფრთხე, ამიტომ ვითხოვთ დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვას. 
არსებობს საგანგაშო პრეცედენტი, როდესაც აზერბაიჯანში ანალოგიური ბრალდებით საექსტრადიციო პატიმრობიდან გათავისუფლებული პირი გაიტაცეს და ის აღმოჩნდა თურქეთში“, - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა. 

მუსტაფა ემრე ჩაბუქმა დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის მოთხოვნით, დღეს პროკურატურაში განცხადება შეიტანა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^