Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მუსტაფა ემრე ჩაბუქმა დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის მოთხოვნით პროკურატურას მიმართა

23 თებერვალი, 2018 11:40

დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერმა, მუსტაფა ემრე ჩაბუქმა დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის მოთხოვნით პროკურატურას წერილობით მიმართა. ჩაბუქის განცხადებით, მას საფრთხე ემუქრება, რაზეც ხმამაღლა და დაწვრილებით ვერ ისაუბრებს, თუმცა საჭიროებას ხედავს, რომ ცოლ-შვილის მსგავსად, თავადაც ჩართონ სახელმწიფო დაცვის პროგრამაში. 

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჩემი დაპატიმრების შემდეგ მეუღლისა და შვილების მიმართ დაიწყო მუქარის შემცველი გზავნილები, რის გამოც მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა. მადლობელი ვარ, რომ საქართველოს მთავრობამ, შესაბამისმა ორგანოებმა უყურადღებოდ და დაუცველად არ დატოვეს ისინი და ჩართეს სახელმწიფო დაცვის პროგრამაში. ეს ფაქტი მე საპატიმროში დიდ სულიერ ძალას მაძლევდა და მამშვიდებდა. ამით ვგრძნობდი ქართული სახელმწიფოს თანადგომას. დღეს, მიუხედავად ჩემი გათავისუფლებისა, მეც და ჩემი ოჯახიც ისევ რთულ მდგომარეობაში ვიმყოფებით. რა სახის საფრთხე შეიძლება იყოს, ამაზე ხმამაღლა და დაწვრილებით ვერ ვისაუბრებ. შესაბამის სამსახურს ვთხოვ, კიდევ ერთხელ გამოიჩინოს გულისხმიერება და ჩემს ოჯახთან ერთად, გარკვეული დროით მეც ჩამრთონ დაცვის სახელმწიფო პროგრამაში“, - განაცხადა ჩაბუქმა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^