Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მოსკოვის „სპარტაკის“ გულშემატკივრების არეულობას ბილბაოში პოლიციელი ემსხვერპლა

23 თებერვალი, 2018 11:57

ესპანეთში ბილბაოს „ატლეტიკთან“ მატჩამდე მოსკოვის „სპარტაკის“ გულშემატკივრებმა არეულობა მოაწყვეს, რასაც პოლიციელი ემსხვერპლა.

ადგილობრივი პოლიციის თქმით, 51 წლის ოფიცერმა ინოსენსიო ალონსო გარსიამ გულის შეტევა იმ დროს მიიღო, როცა რუსი „ულტრასების“ ჩხუბის შეჩერებას ცდილობდა. ქალაქში ფანებს შორის დაპირისპირების ჩასახშობად ხელისუფლებას 500-ზე მეტი პოლიციელის მობილიზება დასჭირდა.

ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ ესროდნენ ერთმანეთს გულშემატკივრები მაშხალებს. პოლიციის თქმით, როგორც ჩანს, რუსეთიდან ფანების ნაწილი დაპირისპირებისთვის მომზადებული ჩამოვიდა, რადგან თან დანები და ხელნაკეთი იარაღები ჰქონდათ.

შემთხვევას გამოეხმაურა ესპანეთის პრემიერ-მინისტრი მარიანო რახოი და ძალადობა დაგმო. „დიდი მადლობა იმ ხალხს, ვინც ასე ცდილობს დაიცვას სპორტის მოყვარული ადამიანები“, - დაწერა რახოიმ Twitter-ზე. პოლიციელის ოჯახის წევრებს თანაგრძნობა გამოუცხადა ადგილობრივმა პოლიციამ, ბილბაოს „ატლეტიკმა“ და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ კი ძალადობა დაგმეს.

ბილბაოს „ატლეტიკმა“ ორმატჩიან დაპირისპირებაში 4-3 გაიმარჯვა და ევროპის ლიგის 1/8 ფინალში გავიდა.

ფოტო: EPA

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^