Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სამედიცინო მომსახურება წამალდამოკილებული ქალებისთვის - ზრუნვის პლატფორმის შეფასება

26 თებერვალი, 2018 13:35

„მცირეა სამკურნალო და სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართული წამალდამოკიდებული ქალების წილი. ასევე მწირია პენიტენციურ დაწესებულებებში მეთადონით დეტოქსიკაციის კურსში ჩართული ქალი ბენეფიციარების რაოდენობა. 2017 წლისთვის ქალთა სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში ჩამანაცვლებელი თერაპიული პროგრამები არ მოქმედებს, ქალი პატიმრები პრეპარატის მისაღებად გადაჰყავთ მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა #18 სამკურნალო დაწესებულებაში“, - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში ზრუნვის სისტემის შეფასების ანგარიშში, რომელიც „საქართველოს ზრუნვის პლატფორმამ“ და „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა“ მოამზადა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ასევე მწირია ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროგრამებში და ფსიქოთერაპიის კურსში ჩართული კლიენტების რაოდენობა და ამის მთავარი მიზეზი ისევ რესურსების სიმწირეა.

ზრუნვის სისტემის შეფასებისას, შეირჩა და გაანალიზდა ინდიკატორები, რომელიც სწავლობს, თუ რამდენად პრიორიტეტულია ზრუნვის სისტემის ქუდის ქვეშ გაერთიანებული თითოეული დარგი ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სისტემის რეფორმირების გზაზე, შემუშავებულია თუ არა ზრუნვის პოლიტიკა, განვითარების ხედვა და ძირითადი მიმართულებები რამდენად ეყრდნობა მტკიცებულებებს, ხდება თუ არა მონაცემების რუტინული მოგროვება და მონაცემების ანალიზი, ზრუნვის სიტემის თითოეული კომპონენტის დაგეგმვისას რესურსების რაციონალური განაწილების მიზნით, განსაზღვრულია თუ არა მომსახურების პირობები, როგორია არსებული სიმძლავრე და სხვა.

სამედიცინო-სოციალური სერვისის მიწოდების ორგანიზების, მომსახურებაზე ხელმისაწვდომობისა და მომსახურებით კმაყოფილების შეფასების კუთხით ანგარიშში აღნიშნულია, რომ როგორც საქართველოში, ისე მთელს მსოფლიოში წამალმომხმარებელი ქალები ორმაგი სტიგმის მატარებლები არიან, რაც ართულებს სხვადასხვა პროგრამაში მათ ჩართვას.

ანგარიშის მიხედვით, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არ არსებობს კონკრეტულად ქალებზე მორგებული სერვისები, რაც, დამატებითი ბარიერია ხსენებული ჯგუფის მკურნალობაში ჩართვისთვის. იგივე შეიძლება ითქვას მოზარდებზე, ვინაიდან მათი მომსახურება უმეტესად მოზრდილთა დაწესებულებებში ხდება.

ანგარიშში ასახულია ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის მონაცემები, რის მიხედვითაც 2017 წელს (9 თვეში) მკურნალობა-რეაბილიტაციის პრო- გრამებში ჩართულ ბენეფიციარებში ქალების და არასრულწლოვანების წილი შეადგენს: ქალი - 5,3%-ს, < 20 წელზე - 8,9%-ს.

რაც შეეხება მეტანოდით ჩანაცვლებით თერაპიას, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით მეთადონით ჩანაცვლებით თერაპიაში ჩართულია 5,218 პაციენტი, მათ შორის 37 ქალი.

რაც შეეხება ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართული წამალდამოკიდებული პირების რაოდენობას, ანგარიშში აღნიშნულია, რომ პირველადი დეტოქსიკაციის შემდეგ, ასევე ჩანაცვლებითი თერაპიის მიმდინარეობისას, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია და ფსიქოთერაპია პაციენტებს ეხმარება საკუთარი აშლილობის მართვაში, ქცევაზე დაკვირვებასა და ჩვევების შეცვლაში, ასევე საზოგადოებაში რეინტეგრაციაში. ფსიქო-სოციალური ინტერვენციების გარეშე, ცალკე აღებული მხოლოდ სამედიცინო ჩარევა უმეტეს შემთხვევაში არაეფექტურია წამალმოხმარების პრობლემის მართვაში.

„სამწუხაროდ, საქართველოში მკურნალობის ეს საფეხური ნაკლებად განვითარებულია. მწირია როგორც სარეაბილიტაციო ცენტრების რაოდენობა, ასევე სფეროში მომუშავე სპეციალისტების რიცხვი", - ნათქვამია ანგარიშში.

რაც შეეხება სასჯელაღსრულებით დაწესებულებებს, აქ დღეისთვის ფუნქციონირებს „ოპიოიდებზე დამოკიდებული პირებისთვის ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამა“, რომლის ფარგლებშიც ოპიოიდებზე დამოკიდებულ პატიმრებს სთავაზობენ მეთადონით დეტოქსიკაციური კურსის გავლას (3-6 თვე დოზის კლებით და მეთადონის საბოლოო მოხსნით).

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2017 წლის სექტემბრის მონაცემებით დეტოქსიკაციურ მკურნალობაში ჩართული პაციენტების რაოდენობა იყო 338, მათ შორის 1 ქალი.

2017 წელს, ანგარიშის მომზადების პერიოდში, უშუალოდ ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აბსტინენციაზე ორიენტირებული დეტოქსიკაციური და მეთადონით დეტოქსიკაციური თერაპიის პროგრამა არ მოქმედებს. ჩანაცვლებითი პრეპარატის მისაღებად ქალი პაციენტები გადაჰყავთ მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა #18 სამკურნალო დაწესებულებაში.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ქვეყანაში არაა შექმნილი ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი და სახელმწიფო დონეზე არ ხდება ძირითადი ინდიკატორების მიხედვით მონაცემების მოგროვება და რეპორტინგი, შესაბამისად, ნაკლებ თანმიმდევრულია გადაწყვეტილებათა მიღებისა და დაგეგმვის პროცესი. ეროვნულ დონეზე არ არსებობს ნარკოტიკების ავადმოხმარების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები, რომელიც დაეყრდნობოდა საერთაშორისო სტანდარტებსა და აღიარებულ საუკეთესო პრაქ- ტიკას. არსებული ინტერვენციები ძირითადად კამპანიების სახეს ატარებს და არ ხდება მათი ეფექტიანობის შეფასება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^