Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სიგუა: თუ მიწას იჯარით არ მოგვცემენ, Gem Fest-ს აფხაზეთში გავმართავთ

26 თებერვალი, 2018 13:37

GEM FEST-ის დამფუძნებელი გიორგი სიგუა facebook-ზე წერს, რომ თუ მთავრობა იჯარით არ მისცემს მიწას, მაშინ Gem Fest  2018 წელს აფხაზეთში ჩატარდება. 

  • „ჩატარდება GEM FEST ? აუცილებლად ჩატარდება 9-12 აგვისტოს ანაკლია განმუხურის საკურორტო ზონაში. თარიღები გამოცხადებულია და ბილეთებიც იყიდება. 

  •  როდის გამოცხადდება ლაინ აფი? რამდენიმე კვირაში დავიწყებთ ლაინ აფის ნაწილ ნაწილ გამოცხადებას.

  • მთავრობა რომ არ გაძლევთ ფულს, გაუმკლავდებით? ჯერ ერთი „ჯემფესტი“ მთლიანად კერძო ინვესტიციით შეიქმნა და მთავარობამ დახმარება მაშინ დაიწყო, როდესაც ნახა კარგი თემა იყო. შარშან 20% დაფარეს ხარჯების და შუა გზაში გაუჩინარდნენ (ზოგ-ზოგიერთები). მათი „დახმარება“ რომ ძალიან ძვირი ჯდება და ამ მთავრობის მხარდაჭერა ძალიან არასანდო ვალუტაა ეგეც ვისწავლე.

  • მიწა რომ არ მოგცენ იჯარით რას იზამთ? აფხაზეთში გადავალთ და იქ ჩავატარებთ . 

  • როდის გაისტუმრებთ ვალებს? - მაშინ როდესაც სრული დატვირთვით ავმოქმედდებით, გაყიდვები გაიზრდება და ფინანსურად გავძლიერდებით. 

GEM Fest — ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ანაკლიაში გიორგი სიგუას ინიციატივით 2015 წლიდან ტარდება. 

ფესტივალს გასულ წელს ფინანსური პრობლემები შეექმნა.  ფინანსათა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო ფესტივალის ფარგლებში შესაძლო ფინანსური ხასიათის დარღვევებზე. 

2017 წელს, GEM Fest-ზე, ფესტივალის მიმდინარეობისას 22 წლის გოგო ცუდად გახდა და გარდაიცვალა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^