Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქართული მართვის მოწმობისთვის საერთაშორისო ძალის მინიჭებაზე შსს მოლაპარაკებებს აწარმოებს

27 თებერვალი, 2018 15:19

ქართული მართვის მოწმობებისთვის საერთაშორისო ძალის მინიჭების საკითხზე შსს ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს სამ ქვეყანასთან აწარმოებს. 

შს მინისტრის მოადგილეm, ნათია მეზვრიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რომ  უახლოეს პერიოდში ესპანეთში, იტალიასა და უკრაინაში ქართული მართვის მოწმობის მქონე მძღოლებს 6-თვიანი ვადის გასვლის შემდეგაც შეეძლებათ, კვლავ ქართული მართვის მოწმობით ისარგებლონ და მათ ადგილობრივი მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდის ჩაბარება აღარ მოუწიოთ. 

„პროცედურები რამდენიმე ქვეყანასთან დაწყებული გვაქვს. ახლა ძალიან აქტიურ ფაზაში ვართ. რეალურად, ასოცირების შეთანხმების მიხედვით, დრო გვაქვს 2018 წლის სექტემბრამდე და ამ დროში აუცილებლად ჩავჯდებით. აქ მიდის ორი მიმართულებით მუშაობა. ერთი - მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ სივრცეში გადმოტანა, ამისთვის უკვე ინფრასტრუქტურის მოწყობა და მარშრუტების იდენტიფიცირება მიმდინარეობს და მეორე მიმართულება არის ქართული მართვის მოწმობების უცხოეთში აღიარება. ახლა იდენტიფიცირებული გვაქვს სამი ქვეყანა, რომლებთანაც მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს. ესენია: ესპანეთი, იტალია და უკრაინა“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^