Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლგბტ პირებისთვის ხანგრძლივი პაემნის უფლების მისანიჭებლად საკონსტიტუციოს მიმართეს

27 თებერვალი, 2018 17:11

მოქალაქე ნ.გ. საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და სადავოდ ხდის საქართველოს კანონის „პატიმრობის კოდექსის“ მე-17​ (სეკუნდა)   მუხლის  მე-2 ნაწილს, რომლის თანახმადაც „მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება მიეცეს შვილთან, ნაშვილებთან, გერთან, შვილიშვილთან, მეუღლესთან, პირთან, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელთან (მშვილებელთან), ბებიასთან, პაპასთან, დასთან და ძმასთან ხანგრძლივი პაემნის უფლება.“

მოქალაქე ნ. გ. ლგბტ თემის წევრია. მას შემდეგ, რაც მოსარჩელე ნ. გ.  იხდის სასჯელს, მას არ ეძლევა საშუალება, ისარგებლოს ხანგრძლივი პაემნის უფლებით თავის პარტნიორთან.

როგორც საკონსტიტუციო სარჩელში ვკითხულობთ, მაშინ, როდესაც სადავო ნორმის შესაბამისად ჰეტეროსექსუალი პატიმრები სარგებლობენ მეუღლესთან ხანგრძლივი პაემნის უფლებით, ჰომოსექსუალი პატიმრები, მოკლებულნი არიან ამ უფლებას, რაც არღვევს ლგბტ თემის წარმომადგენელ პატიმართა კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას.

სარჩელში ნათქვამია, რომ ამ რეგულაციის შინაარსით გათვალისწინებულ შეზღუდვას არ გააჩნია ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად აუცილებელი ობიექტური გამართლება და გონივრული დასაბუთება. აქვე ნათქვამია, რომ სადავო ნორმა პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელეს, ვინაიდან ვერ სარგებლობს ჰეტეროსექსუალი პატიმრების მსგავსი, თანაბარი უფლებით და ამ განსხვავებული მოპყრობის საფუძველი გახლავთ   სექსუალური ორიენტაცია.

როგორც სარჩელშია ნათქვამი, არსებული რეგულაცია   დისკრიმინაციულია და წარმოადგენს თანასწორობის უფლებაში დაუსაბუთებელ ჩარევას.

„სადავო ნორმის შემთხვევაში, განსხვავებულ მოპყრობას არ გააჩნია ობიექტური გამართლება და ის არ ემსახურება ისეთ ლეგიტიმურ მიზნებს, რომელთა არსებობა გარდაუვალს გახდიდა ლგბტ თემის წევრი პატიმრის გარკვეული უფლებების შეზღუდვას. ამ შემთხვევაში, საუბარია ისეთ ლეგიტიმურ მიზნებზე, როგორებიცაა:  უსაფრთხოების, დანაშაულისა და არეულობის აღკვეთა, სხვათა უფლებების დაცვა, კონსტიტუციური წესრიგი, ლეგიტიმური საზოგადოებრივი ინტერესი და ა.შ.  ასევე, იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული მიზნები არ გამოირიცხება მათ მიერ ხანმოკლე პაემნით სარგებლობის შემთხვევაში, დაუსაბუთებელია საფრთხე ხანგრძლივი პაემნის უფლებით სარგებლობისას“, - ვკითხულობთ საკონსტიტუციო სარჩელში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 ოქტომბერი
21 ოქტომბერი

მოსკოვის გამზირზე ხანძარია - იწვის საბურ ...

თბილისში, მოსკოვის გამზირზე კერამიკის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ეზოში იწვის საბურავები და პენოპლასტი.  საგანგე ...
21 ოქტომბერი
21 ოქტომბერი

სუს: ლომისის მონასტრის მიმდებარედ რუსი ს ...

ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსი სამხედროების მიერ დაკავებული ორი ადამიანი თავისუფალია. ამის შესახებ ...
21 ოქტომბერი
21 ოქტომბერი

"ამ თემას მოვიკვლევთ" - გახარია ხორავას ...

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ციხის ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით, სადაც მო ...
^