Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ამირან გამყრელიძე: საქართველოში ყოველწლიურად 2 900 პასიური მწეველი იღუპება

28 თებერვალი, 2018 15:38

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, თამბაქოს მიერ გამოწვეული ზიანით საქართველოში ყოველწლიურად 11 400 ადამიანი იღუპება, აქედან 2 900 პასიური მწეველია. მისი თქმით, თამბაქო 21-ე საუკუნის ყველაზე დიდ მკვლელადაა აღიარებული. გამყრელიძე იმ დაავადებებზე საუბრობს, რომელსაც თამბაქოს მოწევა იწვევს. 

„თამბაქოზე მთელ მსოფლიოში მოდის სიკვდილიანობის დაახლოებით 10%, ანუ 7 მილიონი ადამიანი ყოველწლიურად კვდება თამბაქოთი გამოწვეული ზიანით. საქართველოში ეს ციფრი პროცენტულად უფრო მაღალი გვაქვს. ეს გახლავთ ყველაზე უფრო დიდი რისკფაქტორი დღეს არაგადამდები დაავადებების განვითარებისა, როგორიცაა: გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, გულის იშემიური დაავადება, ინსულტი. თამბაქო, ასევე გახლავთ სიმსივნური დაავადებების გამოწვევის პირველი მიზეზი. ამიტომ 2003 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მიიღო თამბაქოს ჩარჩო კონვენცია, რომელსაც ჩვენც მივუერთდით. აუცილებელია კონვენციის ყველა მუხლი შესრულდეს",- განაცხადა გამყრელიძემ. 

ის იმედს გამოთქვამს, რომ თამბაქოს კონტროლის შესახებ პირველი მაისიდან ამოქმედებული საკანონმდებლო ნორმები ეფექტიანი იქნება. გამყრელიძის თქმით, ქვეყანამ თანდათანობით უნდა გაზარდოს გადასახადები თამბაქოზე. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^