Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კულტურის მუშაკები: ნატოსკენ სწრაფვამ ტერიტორიული მთლიანობა დაგვირღვია და გაგვაღატაკა

01 მარტი, 2018 1:13

საზოგადოებისა და კულტურის სფეროს რამდენიმე წარმომადგენელი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს ღია წერილით მიმართავს. ინფორმაციას „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია ავრცელებს.

წერილის ავტორები დიპლომატიურ კორპუსს მიუთითებენ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლისას საქართველო ყველაზე მძლავრი ეკონომიკის მქონე რესპუბლიკა, მისი ხალხი კი მდიდარი იყო. დამოუკიდებლობის შემდეგ არჩეულმა პროდასავლურმა კურსმა და ნატოსკენ სწრაფვამ კი გამოიწვია ქვეყნის განვითარების შეფერხება, ტერიტორიული მთლიანობის შლა და ხალხის გაღატაკება. როგორც წერილის ავტორები მიიჩნევენ, რუსეთთან ომის გამო ტერიტორიების დაკარგვა სწორედ საქართველოს მოკავშირეების ბრალია. ასევე ისიც, რომ მათი თქმით, 5.5 მილიონიანი მოსახლეობა 4 მილიონზე ნაკლები დარჩა.

„პროდასავლურმა პოლიტიკამ და ქართველების სწრაფვამ ნატოს სამხედრო ალიანსისკენ გაართულა საქართველოს ურთიერთობები მეზობელ რუსეთთან და სწორედ ამან განაპირობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევა, შექმნა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები და შეაფერხა ქვეყნის განვითარება, ხალხი გაღატაკდა და მოსახლეობის რაოდენობა 4 მილიონზე დაბლა ჩამოვიდა.“ - წერია კულტურის სფეროს წარმომადგენელთა წერილში. „მიუხედავად ამისა, ქართველებს არც ერთხელ არ უღალატნია "ნატოს" წევრი სახელმწიფოების სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესებისთვის, რასაც ვერ ვიტყვით თავად სამხედრო ალიანსზე.“ - ნათქვამია წერილში.

როგორც ღია წერილის ავტორები მიიჩნევენ, ნატო საქართველოს წევრობის შემთხვევაში არ დაიცავს და უღალატებს. ასე შეაფასეს მათ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ნატოს წევრობის შემთხვევაში, სანამ საქართველო ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლს აღადგენს, ამ ტერიტორიებზე ალიანსის მე-5 მუხლი არ გავრცელდება. „ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა აშშ-ს საელჩოს და მათ მიერ წარმოდგენილი ექსპერტის, ბატონი ლუკ ქოფის შემოთავაზებამ, საქართველოს გაწევრიანებაზე ნატოში, ალიანსის წესდების მე-5 და მე-6 მუხლების, ანუ უსაფრთხოების გარანტიების გარეშე.“ - მიმართავენ კულტურის სფეროს წარმომადგენლები დიპლომატიურ კორპუსს.

მიუხედავად ამისა, ქართველებს არც ერთხელ არ უღალატნია ნატოს წევრი სახელმწიფოების სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესებისთვის, რასაც ვერ ვიტყვით თავად სამხედრო ალიანსზე.“ - მიმართავენ კულტურის სფეროს წარმომადგენლები დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს.

ავტორები დიპლომატიურ კორპუსს იმასაც ახსენებენ, რომ უძველესი კულტურის ქვეყანა საქართველოს ნატოსგან განსხვავებით, ისტორიის განმავლობაში არავისთვის უღალატია. „ბატონებო და ქალბატონებო, გვაქვს პატივი გაცნობოთ, რომ საქართველო უძველესი ცივილიზაციის ქვეყანაა. პირველი ქართული სახელმწიფო, კოლხეთის სამეფო 3 500 წელზე მეტი ხნის წინ შეიქმნა და მას შემდეგ ქართველები, მსოფლიოს სხვა, ძველ და შედარებით ახალგაზრდა ერებთან ერთად ქმნიან მსოფლიო ცივილიზაციას, მეცნიერებასა და კულტურას, თავგანწირვით იბრძვიან ენის, მამულის და სარწმუნოების გადასარჩენად, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად.

ამ ხანგრძლივი ბრძოლის გზაზე გვქონია დანაკარგები და დაკარგულიც დაგვიბრუნებია, გვყოლია ურიცხვი მტერი და სამხედრო-პოლიტუკური მოკავშირეებიც, რომლებისთვისაც ჩვენ, ქართველებს, არასდროს გვიღალატნია.“ - აცხადებენ კულტურის სფეროს წარმომადგენლები და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ნატოში გაწვრების უპირატესობას. „მისი წევრობა, პირველ რიგში სწორედ უსაფრთხოების გარანტიების ილუზიის გამო იზიდავდა საქართველოს მოსახლეობას და თუ ეს გარანტიები არ გავრცელდება აფხაზეთსა და ცხინვალზე მაშინ საინტერესოა რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს ამ გაწევრიანებამ ხალხს და სახელმწიფოს.“ - ნათქვამია წერილში.

ჯონდი ბაღათურიას მიხედვით, ღია წერილს ხელს აწერენ:

რობიკო სტურუა - რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი

რეზო ამაშუკელი

ქეთი დოლიძე

ელიზბარ ჯაველიძე

თამაზ წივწივაძე - მწერალი

გოგი ქავთარაძე - საქართველოს სახალხო არტისტი

გოგი ხარაბაძე

ჯონდი ბაღათურია

თემო გოცაძე -სახალხო მხატვარი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 სექტემბერი
17 სექტემბერი

NDI - საპენსიო პროგრამაში ჩართულთა 57%-ს ...

დღეს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC - საქართველომ 2019 წლის ივლისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის ...
17 სექტემბერი
17 სექტემბერი

NDI - მოსახლეობის ნახევარს უსახსრობის გა ...

დღეს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC - საქართველომ 2019 წლის ივლისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის ...
17 სექტემბერი
17 სექტემბერი

NDI - გამოკითხულთა 49% მიიჩნევს, რომ ქვე ...

დღეს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC - საქართველომ 2019 წლის ივლისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის ...
^