Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„აგარის შაქრის" მუშების აქცია - „თუ მოთხოვნა არ შესრულდება, 3 გზა გვაქვს დარჩენილი“

02 მარტი, 2018 13:57

„აამუშავე აგარა“, „აგარა ითხოვს შველას“„მეშაქრე ითხოვს შრომის უფლებას“, - დაბა აგარაში, კომპანია „აგარის შაქრის" თანამშრომლები საპროტესტო აქციას მართავენ და ქარხნის ამუშავებას მოითხოვენ. როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ „ლიბერალს“ უთხრა, პროტესტი გაგრძელდება იქამდე, სანამ მათ მოთხოვნაზე პასუხს არ მიიღებენ.

„პროტესტს ვაგრძელებთ, დღეს ველოდებით პასუხს. არ ვიშლებით, შაბათ -კვირას აქ ვრჩებით, და ველოდებით ჩვენს მოთხოვნაზე პასუხს. თუ არ იქნება პასუხი, ორშაბათს გადავწყვეტთ, სამი გზა გვაქვს დარჩენილი ან ლიანდაგის გადაკეტვა ან ტრასის ან შიმშილობა. გაჩერებას არ ვაპირებთ“.

„აგარის შაქარი" მეხუთე თვეა გაჩერებულია. ქარხნის მფლობელები აცხადებენ, რომ მათ მიერ წარმოებული მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, უცხოურ დაბალხარისხიან პროდუქციას - ფასების გამო კონკურენციას ვერ უწევს და მთელი დასახლება, რომელიც ფინანსურად სწორედ ამ ერთადერთი ქარხნის მუშაობაზეა დამოკიდებული, უკიდურესად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

აქციის მონაწილეები სახელმწიფო ჩართულობას და პრემიერთან შეხვედრას მოითხოვენ.

გამაფრთხილებელ აქციას გაფიცვით უერთდება დასახლებაში მდებარე ყველა სავაჭრო და კომერციული ობიექტი", - ნათქვამია პროფკავშირების განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
^