Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბარებისა და რესტორნების სია, რომლებიც ოკუპაციის წინააღმდეგ აქციისთვის 2 საათით დაიკეტებიან

02 მარტი, 2018 15:10

მოქალაქეთა აქციას „მშვიდობა ომზე მეტია“, რომელიც 4 მარტს თბილისში, 18:30 საათზე თავისუფლების მოედანზე გაიმართება, ბარები, რესტორნები, მაღაზიები და სხვა კომერციული ობიექტები შეუერთდებიან. ამ დროისთვის ცნობილია 35 კომერციული ობიექტი, რომელიც სოლიდარობის გამოცხადების მიზნით, კვირას აქციის განმავლობაში 2 საათით დაიხურება და თავის მომხმარებელს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.

ანტისაოკუპაციო აქციას შემდეგი ობიექტები უერთდებიან:

1. „კანუდოსი"

2. კამორა

3. ამოდი

4. ვოდკასტი

5. ფუნდუკი

6. პლენტ შოფი

7. საქსესი

8. ბურგერ ჰაუსი

9. ბია +

10. Wizchiz

11. Pipes Burger joint

12. ქეთის ბისტრო

13. პოლიფონია თბილისი

14. თონე

15. Drunk Owl

16. აზერფეშა

17. სკოლა skola

18. ლეილა

19. შავი ლომი

20. ემბერ ბარი

21. რესტორანი ბლუმი

22. რესტორანი ზალა

23. ბენდუქიძის კულინარიული აკადემია

24. ღვინო ანდერგრაუნდი

25. ლიტერა

26. კულინარიუმი

27. „ამბავი"

28. „დრამა ბარი"

29. ლიტერატურული

30. ლიტკაფე

31. kyoto სუში ბარ

32. G.vino

33. art cafe home

34. კაფე „ლაღიძის წყალი“

35. ტატუ ბარი

36. Monkey's Bar

აქციის მონაწილეები ე.წ. სამხრეთ ოსეთში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას მოითხოვენ და ოკუპაციას გააპროტესტებენ.

„ჩვენი ხელისუფლება ითხოვს მოკლული ტატუნაშვილის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოსვენებას, რომელიც ოკუპანტმა მხარემ მძევლად ჩაიგდო ხელში. დიახ, ცხედარი ჰყავთ მძევლად. გარდა ამისა, დაკავებული ჰყავთ საქართველოს ორი მოქალაქე, რომელთაც არ ათავისუფლებენ და არ გადმოგვმცემენ.

მივიჩნევთ, რომ აღნიშნული ფაქტს უნდა მიეცეს მკაცრი რეაგირება, როგორც სახელმწიფოსგან ასევე, სამოქალაქო საზოგადოებისგან, რადგან ეს არის დარტყმა საქართველოს სახელმწიფოსა და ჩვენს მშვიდობიან არჩევანზე. სწორედ ამიტომ, აქციის მიზანია, დავაფიქსიროთ საქართველოს მოქალაქეების პოზიცია მთელი მსოფლიოს თვალში, რომ ჩვენ მშვიდობისა და თავისუფლების მხარეს ვდგავართ, ისინი კიდევ გვპასუხობენ ომითა და ძალადობით“, - განაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა.

ორგანიზატორებმა აქციაში ჩართულობისკენ მოუწოდეს მედიას და საზოგადოებას. მათი თქმით, აქციის გასამართად ხელშეწყობისთვის თბილისის მერიას მიმართეს, მაგრამ მუნიციპალიტეტს დახმარების ინიციატივა არ გამოუთქვამს. აქციის მხარდაჭერისთვის მათ უნივერსიტეტებსაც მიმართეს, მაგრამ არც მათგან მიუღიათ კონკრეტული პასუხი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 ივლისი
20 ივლისი

პროკურატურას დვალი-აქიმიძის საქმეზე ბრალ ...

სტარასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რომლის შედეგად, „რუსთავი 2“  ქიბარ ხალვაშის საკუთრებად იქნა ა ...
19 ივლისი
19 ივლისი

ვის უცხადებენ ნდობას რუსთავი 2-ის ჟურნალ ...

დღევანდელი საინფორმაციო სამსახურის დასასრულს, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებმა საჯარო განცხადებით მიმართეს არხის ...
19 ივლისი
19 ივლისი

„რუსთავი 2-ის“ 100 პროცენტიან წილზე პრეტ ...

ტელეკომპანია „რუსთავის 2-ის“ ირგვლივ სასამართლო დავების ახალი ციკლი იწყება. ქიბარ ხალვაშს ტელეკომპანიის 100% ...
^