Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

LIVE ► არჩილ ტატუნაშვილის მიმართ სოლიდარობისა და ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია იმართება

04 მარტი, 2018 18:42

„მშვიდობა ომზე მეტია“ - არჩილ ტატუნაშვილის მიმართ სოლიდარობისა და ოკუპაციის წინააღმდეგ თბილისში, თავისუფლების მოედანზე აქცია იმართება.

აქციის მონაწილეებმა ოკუპირებულ ცხინვალში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს და ოკუპაცია გააპროტესტეს.

„ჩვენი ხელისუფლება ითხოვს მოკლული ტატუნაშვილის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოსვენებას, რომელიც ოკუპანტმა მხარემ მძევლად ჩაიგდო ხელში. დიახ, ცხედარი ჰყავთ მძევლად. გარდა ამისა, დაკავებული ჰყავთ საქართველოს ორი მოქალაქე, რომელთაც არ ათავისუფლებენ და არ გადმოგვმცემენ.

მივიჩნევთ, რომ აღნიშნული ფაქტს უნდა მიეცეს მკაცრი რეაგირება, როგორც სახელმწიფოსგან ასევე, სამოქალაქო საზოგადოებისგან, რადგან ეს არის დარტყმა საქართველოს სახელმწიფოსა და ჩვენს მშვიდობიან არჩევანზე. სწორედ ამიტომ, აქციის მიზანია, დავაფიქსიროთ საქართველოს მოქალაქეების პოზიცია მთელი მსოფლიოს თვალში, რომ ჩვენ მშვიდობისა და თავისუფლების მხარეს ვდგავართ, ისინი კიდევ გვპასუხობენ ომითა და ძალადობით“, - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

აქციის სოლიდარობის მიზნით 2 საათის განმავლობაში დაიკეტება კომერციული ობიექტები, რომლებმაც თავიანთ მომხმარებლებს  აქციაზე მისვლისკენ მოუწოდეს.

ბარებისა და რესტორნების სია, რომლებიც ოკუპაციის წინააღმდეგ აქციისთვის 2 საათით დაიკეტებიან

აქციას სოლიდარობას უცხადებს საქართველოს 12 ქალაქი, სადაც მსგავსი აქციები გაიმართება.

არჩილ ტატუნაშვილი ახალგორიდან 22 თებერვალს გაიტაცეს. 23 თებერვალს კი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ ის დაკავების შემდეგ გულის უკმარისობით ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სახალხო დამცველისათვის მიწოდებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს და სამედიცინო პერსონალის შეფასებით, დაზიანებები მიანიშნებდა, რომ იგი ნაცემი იყო. 

ტატუნაშვილის ოჯახს ექსპერტიზის დასკვნამდე ცხედრის გადმოცემაზე უარი უთხრეს.

ილია II რუსეთის პატრიარქს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემისთვის შუამდგომლობას სთხოვს

უმრავლესობამ არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის თაობაზე რეზოლუციის პროექტი წარადგინა

პრემიერი ტატუნაშვილზე: გვაქვს საფუძველი განვაცხადოთ, რომ ჩვენს ძალისხმევას შედეგი მოჰყვება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^