Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა მოხდა იორმუღანლოს საჯარო სკოლაში

05 მარტი, 2018 18:26

დღეს იორმუღანლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, თეა გურგენიძის შესაძლო გათავისუფლება გააპროტესტეს.

პროტესტის ნიშნად მეოთხე და მეთორმეტე კლასის 21 მოსწავლე გაკვეთილებს არ დაესწრო.

როგორც „ლიბერალს“ საგარეჯოს რესურსცენტრის თავმჯდომარემ, მანანა ცუცქირიძემ განუცხადა, 23 თებერვალს მანდატურის სამსახურის ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს, თუ როგორ სცემდა გაკვეთილზე თეა გურგენიძე მეოთხე კლასის მოსწავლეს.

მისი განმარტებით, ვიდეოკადრები შემდგომი რეაგირებისთვის მანდატურის სამსახურს გადაეცა. მოვიდა შესაბამისი ოქმი, რომლის საფუძველზე შეიკრიბა სკოლის დისციპლინური კომიტეტი. მისივე თქმით, კომიტეტის წევრებმა ნახეს ვიდეოჩანაწერი, იმსჯელეს და დაადასტურეს პედაგოგის მიერ მოსწავლის ცემის ფაქტი.

„დისციპლინურმა კომიტეტმა გამოიტანა დასკვნა, რომ პედაგოგი უნდა გათავისუფლდეს და დირექტორს მიმართეს განცხადებით, რადგან მან ფიზიკურად იძალადა ბავშვზე“, - უთხრა „ლიბერალს“ მანანა ცუცქირიძემ.

თეა გურგენიძე ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მისი სკოლიდან გათავისუფლება რესურსცენტრის ხელმძღვანელის პირად ინტერესებში შედის.

„სკოლის ადმინისტრაციასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს; კონკრეტული პიროვნებების ინტერესია, რომ მე სკოლა დავტოვო. ერთ-ერთი მათ შორის არის რესურსცენტრის ხელმძღვანელი. როდესაც სასამართლო იქნება, ყველა იმ მასალას გამოვამზეურებ, რაც ხელთ მაქვს. რესურსცენტრის ხელმძღვანელი ცდილობს, რომ დავტოვო სამსახური და ეს არ არის პირველი შემთხვევა. მშობლები ამბობენ, რომ მათ არ მიუციათ ხმა ჩემი გათავისუფლებისთვის, დისციპლინური კომიტეტი კი როდესაც იღებს გადაწყვეტილებას, მანამდე უნდა დაიკითხოს მასწავლებელი კანონის შესაბამისად“, - განაცხადა თეა გურგენიძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში.

„ლიბერალი“ ცდილობს თეა გურგენიძეს დაიკავშირდეს, თუმცა ამ დრომდე მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. 

„ლიბერალი“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში ადასტურებენ, რომ ვიდეოჩანაწერებზე პედაგოგის მიერ მოსწავლის ცემის ფაქტია აღბეჭდილი. თუმცა მათი განმარტებით ვიდეოკადრები პერსონალური ინფორმაციის შემცველია, ამიტომ არ ასაჯაროებენ.  მათივე თქმით, პროცესი პროცედურის შესაბამისად მიმდინარეობს. 

დღესვე შეიკრიბა სკოლის სამეურვეო საბჭო. პედაგოგის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება სკოლის დირექტორმა უნდა მიიღოს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

25 ივნისი
25 ივნისი

უელბეკი: ქალების სიტყვის თავისუფლებისთვი ...

ფრანგი მწერალი, მიშელ უელბეკი საქართველოშია. მან შაბათს ჟურნალისტების პრესკოფერენცია გამართა სადაც დასმულ კითხვებს უპასუ ...
25 ივნისი
25 ივნისი

ჩრდილო კორეაში ყოველწლიური ანტიამერიკული ...

აშშ-სთან ურთიერთობების დათბობის გამო, ჩრდილო კორეაში გადაწყვიტეს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და სიმბოლური ღონისძი ...
25 ივნისი
25 ივნისი

საქართველოს ბანკმა საერთაშორისო ოლიმპიურ ...

საქართველოს ბანკმა, საერთაშორისო ოლიმპიური დღე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად ოლიმპიური გარბენით აღნ ...
^